|
2015-06-16 17:20:56, 426 ნახვა
საზოგადოება
ახალსოფელში 42 დევნილი ოჯახი ბინას მიიღებს
ზუგდიდში, დღეს დევნილი ოჯახებისათვის ბინები კენჭისყრის პრინციპით განაწილდა. ამის შესახებ „ექსპრესნიუსს“ ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროდან აცნობეს. მათივე ცნობით, შვედეთის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს დაფინანსებით, დანიის ლტოლვილთა საბჭომ ზუგდიდის რაიონის სოფელ ახალსოფელში არსებული ობიექტის რეაბილიტაცია განახორციელა, სადაც ბინა 42-მა დევნილმა ოჯახმა მიიღო. დევნილი ოჯახების შერჩევა გრძელვადიანი განსახლების კრიტერიუმების შესაბამისად მოხდა. უწყების ინფორმაციით, ბინების განაწილების პროცედურას გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის, დანიის ლტოლვილთა საბჭოს და აფხაზეთის მთავრობის წარმომადგენლები დაესწენენ. კენჭისყრის პროცესი ღიად და გამჭვირვალედ წარიმართა. ფარული კენჭისყრის შედეგად გამოვლინდა, კონკრეტულად რომელ ბინებში გადანაწილდებიან იძულებით გადაადგილებულ პირთა ოჯახები. შენობაში სულ 42 ბინაა, აქედან 14 - ერთოთახიანი, 23 ოროთახიანი, 5 - სამოთახიანი.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)