17:13 - 15 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-01-14 13:01:08, 1803 ნახვა

კომენტარი
ბესელია - მნიშვნელოვანია უვადოდ გასამწესებელ თანამდებობაზე არ იყვნენ მოსამართლეები, რომლებიც სააკაშვილის რეჟიმს ემსახურებოდნენ

„მნიშვნელოვანია, შემუშავდეს ისეთი ცვლილებები, რომელიც გარანტიას შექმნის, რომ ვერ იქნებიან წარმოდგენილი უზენაეს სასამართლოში უვადოდ გასამწესებელ თანამდებობაზე ის მოსამართლეები, რომლებიც სააკაშვილის ძალადობრივ რეჟიმს ემსახურებოდნენ“, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ეკა ბესელიამ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, პირველი ეტაპის მიზანი, რაც მოსამართლეთა წარმოდგენილი სიის განხილვის შეჩერებას უკავშირდებოდა, მიღწეულია, თუმცა პროცესი არ დასრულებულა.

„ახლა მნიშვნელოვანია მეორე ეტაპი, რადგან პროცესი არ დასრულებულა. ამ პროცესში მეც და ჩემი თანამოაზრეებიც და კოლეგებიც ვისთვისაც მნიშვნელოვანია, რომ ეს საბოლოო მიზანი შესრულდეს და სამართლიანი, დამოუკიდებელი მართლმსაჯულება დავუტოვოთ ამ ქვეყანას და ჩვენს მომავალს, რომ შემუშავდეს ისეთი ცვლილებები, რომელიც გარანტიას შექმნის, რომ ვერ იქნება წარმოდგენილი უზენაეს სასამართლოში უვადოდ გასამწესებელ თანამდებობაზე ის მოსამართლე ან ის მოსამართლეები, რომლებიც ემსახურებოდნენ სააკაშვილის ძალადობრივ რეჟიმს, ქმნიდნენ ამ სასტიკ რეჟიმს და იყვნენ მისი მსახურნი. ეს არის ძალიან პრინციპული საკითხი, რომლისთვისაც შემდეგ ეტაპზე ვაპირებ ვიყო ძალიან აქტიური“, - განაცხადა ეკა ბესელიამ.

 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ენერგეტიკული კოლაფსი რუსეთში: უკრაინული დარტყმების ფონზე ,,გაზპრომმა” მუშაობა შეწყვიტა
ნაუსედა: ჩვენ გვაქვს სადაზვერვო ინფორმაცია, რომ რუსეთი ლიეტუვის ინფრასტრუქტურაზე თავდასხმებს გეგმავს
დღეს უკრაინის სახელმწიფოებრიობის დღეა - კიევი საერთაშორისო პარტნიორებს მასპინძლობს
ზურა ჯაფარიძეს ავტომობილი დაეჯახა - პოლიტიკოსი კლინიკაშია გადაყვანილი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics