|
2019-01-10 12:20:19, 1233 ნახვა
საზოგადოება
„პაციენტი იყო უპერსპექტივო, უკიდურესად მძიმე“ - 22 წლის გოგოს გარდაცვალების მიზეზი H1N1 გახდა
22 წლის სალომე ქემაშვილის გარდაცვალების მიზეზი H1N1 ტიპის ვირუსი გახდა, - ამის შესახებ ინფორმაციას ინფექციურ საავადმყოფოში ადასტურებენ, სადაც ის გუშინ გარდაიცვალა. ექიმების განმარტებით, გარდაცვალება დაგვიანებულმა მკურნალობამ და გრიპის შემდგომმა ენცეფალიტმა გამოიწვია. როგორც ტელეკომპანია „რუსთავი 2“-თან საუბრისას, ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი მარინა ეზუგბაიამ აღნიშნა, პაციენტი საავადმყოფოში შეყვანისას უკვე უპერსპექტივო მდგომარეობაში იმყოფებოდა. „ჩვენს კლინიკაში ეს პაციენტი შემოვიდა გრიპის ინფიცირებიდან მეექვსე დღეს მართვით სუნთქვაზე უკიდურესად მძიმე ატომიური კომით, უმძიმესი სეპტიური შოკით, რომელიც დადასტურებული იყო რომ სიცოცხლესთან შეუთავსებელი იყო. გრიპი გახდა მიზეზი გართულების, ეს იყო ბაქტერიული ენდოგენური ინფექციის აქტივაცია და მძიმე ბაქტერიული სეპტიცემიის განვითარება თავის ბაქტერიული ენცეფალიტით. პაციენტი იყო უპერსპექტივო, უკიდურესად მძიმე... ვინაიდან დღეს გრიპის 90%-ზე მეტი არის H1N1, ამიტომ დაავადებათა კონტროლში გაგრძელდა კონფირმაციული კვლევა, როგორც ინფორმაციით, ვიცი დადასტურებულია H1N1“, - განაცხადა ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა. ცნობისთვის, ე.წ. ღორის გრიპის გარდაცვალების ლაბორატორიულად დადასტურებული მე-13 შემთხვევაა.
მოამზადე ავტომობილი საზაფხულო მოგზაურობისთვის და გაიარე მეტი "თეგეტა მოტორსთან" ერთად
საქართველოს ბანკმა Global Finance-ის საუკეთესო ციფრული ბანკების დაჯილდოებაზე 33 ჯილდო მიიღო
დაიწყე მზადება 2026 წლის საგანმანათლებლო პროგრამებისთვის და აღმოაჩინე საქართველოს ბანკის მიერ შექმნილი შესაძლებლობები
მოსკოვის შემდეგ, სანქტ-პეტერბურგმაც დააწესა შეზღუდვები ბენზინის გაყიდვაზე
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)