|
2019-01-05 18:45:41, 1420 ნახვა
საზოგადოება
საპენსიო სააგენტოს დირექტორი: თანხების ინვესტირება მხოლოდ კეთილსაიმედო ფინანსურ ინსტრუმენტებში მოხდება
„საპენსიო შენატანები გაკონტროლდება - ყოველნაირი დაცულობა გარანტირებულია, რომ ამ თანხების ინვესტირება მოხდება მხოლოდ კეთილსაიმედო ფინანსურ ინსტრუმენტებში“, - ამის შესახებ საპენსიო სააგენტოს დირექტორმა ლევან სურგულაძემ საპენსიო რეფორმაზე საუბრისას განაცხადა. მისი თქმით, აღნიშნული რეფორმა საქართველოში კაპიტალის ბაზრის განვითარებაზეც დადებით გავლენას მოახდენს. „ეს საპენსიო შენატანები გაკონტროლდება დამოუკიდებელი რისკის კონტროლის სტრუქტურის მიერ თითოეული ტრანზაქციის დონეზე. შესაბამისად, ამ მხრივ ყოველნაირი დაცულობა გარანტირებულია, რომ ამ თანხების ინვესტირება მოხდება მხოლოდ კეთილსაიმედო ფინანსურ ინსტრუმენტებში. მე არ ვფიქრობ, რომ რომელიმე ხელისუფლებამ შეიძლება, ასეთი კარგი რეფორმის რევერსი გააკეთოს და გააუქმოს იმიტომ, რომ ამას მოაქვს ძალიან დიდი ბენეფიტები მოსახლეობისთვის. უბრალოდ, მოსახლეობის დიდი ნაწილი არ არის ინფორმირებული, რა ბენეფიტებს მიიღებენ, როგორ იქნება დაცული მათი აქტივები და შესაბამისად, შეიძლება აქედან მოდის რაღაც კითხვები“, - განაცხადა ლევან სურგულაძემ.
მოამზადე ავტომობილი საზაფხულო მოგზაურობისთვის და გაიარე მეტი "თეგეტა მოტორსთან" ერთად
საქართველოს ბანკმა Global Finance-ის საუკეთესო ციფრული ბანკების დაჯილდოებაზე 33 ჯილდო მიიღო
დაიწყე მზადება 2026 წლის საგანმანათლებლო პროგრამებისთვის და აღმოაჩინე საქართველოს ბანკის მიერ შექმნილი შესაძლებლობები
მოსკოვის შემდეგ, სანქტ-პეტერბურგმაც დააწესა შეზღუდვები ბენზინის გაყიდვაზე
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)