|
2019-01-04 17:10:54, 1982 ნახვა
საზოგადოება
რეგიონის ქვეყნები H1N1 ვირუსს ვერ ადგენენ, თუმცა ის ყველგან არის გავრცელებული
სომხეთში, აზერბაიბანში, რუსეთსა და თურქეთში, H1N1 ვირუსის არსებობა არ დადგენილა, „ექსპრესნიუსმა“ მეზობელი ქვეყნების შესაბამისი უწყებების ვებ-გვერდებისა და საინფორმაციო სააგენტოების მონაცემები გადაამოწმა. ვირუსის არსებობაზე ინფორმაცია არც ერთ მეზობელ ქვეყანაში არ გავრცელებულა. ამასთან სომხეთის, აზერბაიჯანის, რუსეთის და თურქეთის ჯანდაცვის სამინისტროების საიტებზე არ არსებობს არცერთი ოფიციალური დოკუმენტი, რომელიც დაავადების არსებობას ადასტურებს. როგორც „ექსპრესნიუსს“ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარე, პაატა იმნაძემ განუცხადა, მეზობელი ქვეყნები ამ გრიპის ქვეჩგუფს ვერ ადგენენ, რადგან მათ ლუგარის ლაბორატორიის მსგავსი დაწესებულება არ აქვთ. მისი თქმით, H1N1 ვირუსის ქვეტიპის დადგენას სჭირდება ლუგარის ლაბორატორია, ამიტომ გრიპის ტიპის განსაზღვრა მხოლოდ საქართველომ შეძლო. „H1N1 ვირუსის დადგენას სჭირდება ლუგარის ლაბორატორია. რეგიონის ქვეყნებშიც, საქართველოს მსგავსად საშუალო ინტენსივობის ავადობაა აღნიშნულ ვირუსზე. ჩვენთან შარშანწინ იყო H1N1 და H3N2, რომლის დადგენაც სწორედ ლუგარის ლაბორატორიის მეშვეობით შევძელით. რომელი ქვეტიპია ვირუსი იმასაც ვადგენთ. ძვირი სიამოვნებაა H1N1 ვირუსის ქვეტიპის დადგენა“, - განაცხადა პაატა იმნაძემ. შეგახსენებთ, H1N1 ვირუსით ბოლო პერიოდში საქართველოში რვა ადამიანი გარდაიცვალა.
მოამზადე ავტომობილი საზაფხულო მოგზაურობისთვის და გაიარე მეტი "თეგეტა მოტორსთან" ერთად
საქართველოს ბანკმა Global Finance-ის საუკეთესო ციფრული ბანკების დაჯილდოებაზე 33 ჯილდო მიიღო
დაიწყე მზადება 2026 წლის საგანმანათლებლო პროგრამებისთვის და აღმოაჩინე საქართველოს ბანკის მიერ შექმნილი შესაძლებლობები
მოსკოვის შემდეგ, სანქტ-პეტერბურგმაც დააწესა შეზღუდვები ბენზინის გაყიდვაზე
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)