|
2018-12-25 17:09:21, 723 ნახვა
რეგიონი
აჭარის ჯანდაცვის სამინისტრომ 2018 წლის საქმიანობა შეაჯამა და მედიკოსები დააჯილდოვა
ბათუმში, სასტუმრო „რედისონში“, მედიცინის დღესთან დაკავშირებით, აჭარის ა/რ ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს „2018 წლის საქმიანობის შეჯამება, 2019 წლის სიახლეების წარდგენა და მედიკოსთა დაჯილდოება“ გაიმართა. ღონისძიების ფარგლებში სიგელი რეგიონის ჯანდაცვის სფეროს 24 წარმომადგენლს გადაეცა. ისინი თავად სამედიცინო დაწესებულებების ხელმძღვანელებისა და ამ დაწესებულებებში დასაქმებული თანამშრომლების მიერ შეირჩნენ, შერჩევის კრიტერიუმს მათ მიერ წლის განმავლობაში განხორციელებული საქმიანობა წარმოადგენდა. ღონისძიებას ესწრებოდნენ, რეგიონის პირველი პირები, მინისტრთა კაბინეტის/საკანონმდებლო ორგანოს წევრები, მუნიციპალიტეტების მერიებისა და სამედიცინო დაწესებულებების წარმომადგენლები. აჭარაში მედიცინის მუშაკის დღე 1996 წლიდან, ყოველი წლის 23 დეკემბერს აღინიშნება. აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო 2018 წელს წარმატებით ასრულებს, წლის განმავლობაში უწყვეტად მიმდინარეობდა ყველა დაგეგმილი პროგრამის განხორციელება, შესაბამისად ბიუჯეტის შესრულება თითქმის 100%-ს შეადგენს. 2019 წელს უწყების ფინანსური დოკუმენტი მილიონამდე ლარით გაიზრდება და 17,762,600 ლარი იქნება. სამინისტრო საქვეუწყებო დაწესებულებებთან ერთად 32 პროგრამას განახორციელებს. მომავალი წლიდან იწყება ძვლის ტვინის ტრანსპლანტაციის ძვირადღირებული სამედიიცნო მომსახურების და გაფანტული სკლეროზის ძვირადღირებული მედიკამენტების დაფინანსება. 65 000 ლარამდე იზრდება ღვიძლის ტრანსპლანტაციის დაფინანსება. 10 000 ლარის ნაცვლად 25 ლარამდე გაიზრდება საზღვარგარეთ მკურნალობა. თანხები დაემატება “ავთვისებიანი სიმსივნით დაავადებულ პაციენტთა სამედიცინო მომსახურების“ პროგრამას. სოციალური დაცვის მიმართულებით ამოქმედდება 2 ახალი პროგრამა: „მენჯ-ბარძაყის სახსრის დისპლაზიისა და თანადაყოლილი ამოვარდნილობის მქონე ბავშვთა რეაბილიტაცია“ და „სმენაპროტეზირებულ ბავშთა რეაბილიტაცია“.
(NS)
ტრამპმა პუტინთან და შემდეგ ზელენსკისთან „გუშინ“ ახალი საუბრის შესახებ განაცხადა
მსახიობი სერგეი ბეზრუკოვი ოკუპირებულ აფხაზეთში იმყოფება
გახარია: სანამ ოცნება იტყუება, ჩვენ ვიცავთ საქართველოს ინტერესებს ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაში
„ფაშისტურ-ნაცისტურ“ დაჯგუფებაში მყოფს მოზარდს წამებისთვის თითქმის 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანკარაში განაცხადა, რომ კიევი მზადაა რუსეთთან „უპირობო ცეცხლის შეწყვეტისთვის“
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)