|
2018-12-21 22:05:55, 1411 ნახვა
საზოგადოება
პირველი რესპუბლიკის მოედანზე მთავარი ნაძვის ხე 22 დეკემბერს აინთება
22 დეკემბერს, 20:00 საათზე, პირველი რესპუბლიკის მოედანზე თბილისის მთავარი ნაძვის ხე აინთება. ცერემონია საგანგებო საახალწლო დადგმასაც მოიცავს, რომლის რეჟისორი ნიკოლოზ შველიძეა, ხოლო კომპოზიტორი - მიშა მდინარაძე. წარმოდგენას პირველად ეყოლება სუდო თარჯიმანი. ნაძვის ხის ანთების ცერემონიაში დედაქალაქის მერი კახა კალაძე მიიღებს მონაწილეობას. დადგმის გენერალურ რეპეტიციას დღეს მერის მოადგილე სოფიო ხუნწარია დაესწრო, რომელმაც საზოგადოებას ცერემონიაში მონაწილეობისკენ მოუწოდა. „ვფიქრობ, ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური ნაძვის ხის ანთების ცერემონია იქნება. თქვენ ხედავთ, როგორი ლამაზია სცენაც და ნაძვის ხეც. ყველას ველოდებით რესპუბლიკის მოედანზე, ზუსტად 20:00 საათზე. ბავშვებს ვთხოვთ, რომ წამოიყვანონ დედები, მამები, ბებიები და ბაბუები, იმისთვის, რომ ყველამ ერთად დიდი სიყვარულით ავანთოთ ჩვენი მთავარი ნაძვის ხე“, - განაცხადა სოფიო ხუნწარიამ. საახალწლო წარმოდგენაში - „გადაეცი სიყვარული“ მონაწილეობენ: სოფო გელოვანი, ნოდიკო ტატიშვილი, გიორგი ცაგარელი, გიორგი ალექსიძის სახელობის თბილისის თანამედროვე ბალეტი, მოძრაობის თეატრი, თბილისის მერიის „ტანვარჯიშის განვითარების სპორტული ცენტრი'', თბილისის მერიის ალოიზ მიზანდარის სახელობის პირველი ხელოვნების სკოლის ბიჭუნათა კაპელა და ახალგაზრდული გუნდი.
(NS)
მოამზადე ავტომობილი საზაფხულო მოგზაურობისთვის და გაიარე მეტი "თეგეტა მოტორსთან" ერთად
საქართველოს ბანკმა Global Finance-ის საუკეთესო ციფრული ბანკების დაჯილდოებაზე 33 ჯილდო მიიღო
დაიწყე მზადება 2026 წლის საგანმანათლებლო პროგრამებისთვის და აღმოაჩინე საქართველოს ბანკის მიერ შექმნილი შესაძლებლობები
მოსკოვის შემდეგ, სანქტ-პეტერბურგმაც დააწესა შეზღუდვები ბენზინის გაყიდვაზე
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)