20:33 - 15 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-12-21 15:52:31, 1376 ნახვა

კომენტარი
სესიაშვილი გახარიას: დანაშაულები იზრდება და რიგ შემთხვევაში, შემაშფოთებელიც არის

„სამწუხაროდ, დანაშაულები იზრდება და რიგ შემთხვევაში, შეიძლება ითქვას, რომ შემაშფოთებელიც არის“, - ასე მიმართა პარლამენტის თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილმა შს მინისტრ გიორგი გახარიას, რომელიც პარლამენტში დეპუტატების კითხვებს პასუხობს.

სესიაშვილი დაინტერესდა, რამდენად მოახდენს დანაშაულის პრევენციას სამინისტროში დაგეგმილი რეფორმები.

„ცხადია, ჩვენი ყველას საერთო სურვილი და მიზანია, რომ ქვეყანაში დანაშაული შემცირდეს, თუმცა რა სტატისტიკური მონაცემებიც ბოლო პერიოდში გვაქვს, სამწუხაროდ, დანაშაულები იზრდება და რიგ შემთხვევაში შეიძლება ითქვას, რომ შემაშფოთებელიც არის. ამიტომ ცხადია, ჩვენ უნდა ვიმუშაოთ არა მხოლოდ იმაზე, რომ პოლიციამ სწორად და ეფექტურად იმოქმედოს, არამედ ძალიან მნიშვნელოვანია პრევენციული ღონისძიებების გატარება. თქვენ ისაუბრეთ რეფორმებზე, რომლებიც უნდა განხორციელდეს და ახალი საპოლიციო ინსტიტუტები დაინერგოს. შეგიძლიათ თუ არა ანალიზზე დაფუძნებული ხედვა გაგვაცნოთ კონკრეტულ დანაშაულებთან მიმართებაში, როგორ მოხდება პრევენციის განხორციელება? მხოლოდ დანაშაულთან ბრძოლით ჩვენ დავრჩებით იმ სტატისტიკაში, სადაც ახლა ვართ. ეს სტატისტიკა ნამდვილად არ არის სახარბიელო, ეს სტატისტიკა იზრდება და საბოლოო ჯამში, სადაც დანაშაული გაიზრდება, იქ იქნება ნაკლები ინტერესი და სტაბილურობა, რაც თავისთავად ცხადია, ყველაფერზე მოახდენს ზემოქმედებას. ამიტომ მე მაინტერესებს რა შედეგებს ელოდებით იმ რეფორმების შედეგად, რომელიც დაგეგმილია“, - მიმართა ირაკლი სესიაშვილმა შს მინისტრს.

 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ენერგეტიკული კოლაფსი რუსეთში: უკრაინული დარტყმების ფონზე ,,გაზპრომმა” მუშაობა შეწყვიტა
ნაუსედა: ჩვენ გვაქვს სადაზვერვო ინფორმაცია, რომ რუსეთი ლიეტუვის ინფრასტრუქტურაზე თავდასხმებს გეგმავს
დღეს უკრაინის სახელმწიფოებრიობის დღეა - კიევი საერთაშორისო პარტნიორებს მასპინძლობს
ზურა ჯაფარიძეს ავტომობილი დაეჯახა - პოლიტიკოსი კლინიკაშია გადაყვანილი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics