|
2018-12-20 13:01:51, 967 ნახვა
საზოგადოება
„საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემაში“ შემეცნებითი ტური გაიმართა
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ენერგეტიკისა და ელექტროინჟინერიის ფაკულტეტის მეოთხე კურსის სტუდენტები „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემას“ შემეცნებითი ტურის ფარგლებში ეწვივნენ. სტუდენტებმა მოინახულეს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ სათავო ოფისში მდებარე ეროვნული სადისპეტჩერო ცენტრი, სადაც ჩაუტარდათ მცირე ლექცია ენერგეტიკასა და სსე-ს როლზე ქვეყნის ენერგეტიკის განვითარების საქმეში. ეროვნული სადისპეტჩეროს შემდეგ, სტუდენტებმა ნავთლუღის ქვესადგური დაათვალიერეს. ენერგეტიკული მდგრადობა ქვეყნის ეკონომიკის სიძლიერისთვის ძირითადი ფაქტორია. ახალგაზრდა კადრების მოზიდვა „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემისთვის“ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტი და სოციალური პასუხისმგებლობის პოლიტიკის განმსაზღვრელი ნაწილია. სსე ცდილობს, რაც შეიძლება მეტ ახალგაზრდას გააცნოს კომპანიაში მიმდინარე მასშტაბური პროექტები და თანამედროვე ტექნოლოგიები, დიდ ყურადღებას უთმობს ენერგეტიკისა და მონათესავე ფაკულტეტების კურსდამთავრებულებს და აძლევს მათ საშუალებას, „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ სასწავლო ცენტრში სრულიად უფასოდ გაიარონ სტაჟირების პროგრამა კომპანიაში დასაქმების პერსპექტივით.
(NS)
მოამზადე ავტომობილი საზაფხულო მოგზაურობისთვის და გაიარე მეტი "თეგეტა მოტორსთან" ერთად
საქართველოს ბანკმა Global Finance-ის საუკეთესო ციფრული ბანკების დაჯილდოებაზე 33 ჯილდო მიიღო
დაიწყე მზადება 2026 წლის საგანმანათლებლო პროგრამებისთვის და აღმოაჩინე საქართველოს ბანკის მიერ შექმნილი შესაძლებლობები
მოსკოვის შემდეგ, სანქტ-პეტერბურგმაც დააწესა შეზღუდვები ბენზინის გაყიდვაზე
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)