04:24 - 08 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-12-18 15:55:03, 539 ნახვა

რეგიონი
აჭარით ჩინური ტურისტული კომპანიების წარმომადგენლები დაინტერესდნენ

აჭარის ტურისტული პოტენციალით ჩინეთიდან წამყვანი ტურისტული კომპანიების მენეჯერები დაინტერესდნენ. მათთვის აჭარის ტურიზმის დეპარტამენტში რეგიონის ტურისტული პროდუქტების პრეზენტაცია გაიმართა, სადაც სტუმრებს საშუალება ჰქონდათ რეგიონის ტურისტულ ატრაქციებს, სამზარეულოსა და კულტურას გაცნობოდნენ.

პრეზენტაციისას საერთაშორისო ტურიზმის სტიმულირების სამსახურის ხელმძღვანელმა მიხეილ კოპლატაძემ იმ ტურისტულ მიმართულებებზე ისაუბრა, რომელიც პრიორიტეტულია აჭარისათვის. ასევე ხაზი გაუსვა, რომ ჩინეთი საქართველოსთვის სტრატეგიული ქვეყანაა ტურიზმის სფეროში ურთიერთთანამშრომლობის კუთხით. შეხვედრაზე  აჭარის სამთო-სათხილამურო კურორტებსა და რეგიონში ტურიზმის განვითარების პერსპექტივებზე ისაუბრა აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილე ქრისტინე ძიძიგურმა. ჩინეთი საქართველოსთვის ახალი და საინტერესო ტურისტული ბაზარია, საიდანაც საერთაშორისო მოგზაურების რაოდენობა მზარდია. 

ბოლო ორ წელში, აჭარის ტურიზმის დეპარტამენტმა  რეგიონში 107 ინფო და მედია ტურს უმასპინძლა, რომლის ფარგლებშიც აჭარის ტურისტულ პოტენციალს 963 ჟურნალისტი და ტურისტული სააგენტოს წარმომადგენელი გაეცნო. 

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ტრამპმა პუტინთან და შემდეგ ზელენსკისთან „გუშინ“ ახალი საუბრის შესახებ განაცხადა
მსახიობი სერგეი ბეზრუკოვი ოკუპირებულ აფხაზეთში იმყოფება
გახარია: სანამ ოცნება იტყუება, ჩვენ ვიცავთ საქართველოს ინტერესებს ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაში
„ფაშისტურ-ნაცისტურ“ დაჯგუფებაში მყოფს მოზარდს წამებისთვის თითქმის 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics