|
2018-12-16 19:03:08, 1230 ნახვა
პოლიტიკა
პრემიერ-მინისტრი თურქეთის ვიცე-პრეზიდენტს შეხვდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე თელავში თურქეთის რესპუბლიკის ვიცე-პრეზიდენტ ფუატ ოქტაის შეხვდა, რომელიც საქართველოში პრეზიდენტის ინაუგურაციის ცერემონიაზე იმყოფებოდა. პრემიერის პრესსამსახურის ინფორმაციით, საუბრისას საპრეზიდენტო არჩევნები შეფასდა როგორც ქვეყნის დემოკრატიული აღმშენებლობის პროცესში გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯი. თურქეთის ვიცე-პრეზიდენტმა და საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ყურადღება გაამახვილეს მტკიცე ორმხრივ ურთიერთობებზე და დაადასტურეს მზადყოფნა სხვადასხვა სფეროში, მათ შორის ეკონომიკური თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავებისთვის. აღინიშნა, რომ საქართველო და თურქეთი მომავალშიც აქტიურად იქნებიან ჩართულნი რეგიონული პროექტების განხორციელებაში. მამუკა ბახტაძემ თურქეთის ვიცე-პრეზიდენტს საქართველოში სტუმრობისთვის მადლობა გადაუხადა და განაცხადა, რომ ეს ორ ქვეყანას შორია არსებული მტკიცე პარტნიორობის კიდევ ერთი დადასტურებაა.
მედია: ამერიკისა და ისრაელის სადაზვერვო სააგენტოები ირანის ახალ უზენაეს ლიდერს ეძებენ
სახელმწიფო უნივერსიტეტებში სწავლა დაფინანსდება, III სემესტრიდან გრანტის 1/2-ია გარანტირებული
Euronews: ფიფას პრეზიდენტი ევროპარლამენტში დაიბარეს
ეუთოს მოქმედი თავმჯდომარე იგნაციო კასისი საქართველოს შემოდგომაზე ეწვევა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკი: რუსეთმა უკრაინა ჩრდილოეთ კორეული რაკეტით დაბომბა
რუსეთმა კიევი და უკრაინის სხვა დიდი ქალაქები დაბომბა, დაიღუპა 7 ადამინი დაიჭრა 30
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)