|
2018-12-16 13:32:58, 1012 ნახვა
პოლიტიკა
თეიმურაზ კუპატაძე - გადაადგილების უფლებას არავის ვუზღუდავთ - ისინი პროვოკაციებზე მოდიან
ვხედავთ პროვოკაციებზე მოდის გარკვეული ჯგუფები. ჩვენ ვართ იმიტომ რომ აღვკვეთოთ და არ მოხდეს რაიმე ინციდენტი“, - ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის უფროსმა, თეიმურაზ კუპატაძემ სოფელ ველისციხესთან განაცხადა, სადაც გაერთიანებული ოპოზიცია ცდილობს, თელავისკენ გადაადგილდეს. კუპატაძის თქმით, ისინი აქციის მონაწილეების სპეციალური ავტობუსებით გადაყვანას გეგმავდნენ. „შინაგან საქმეთა სამინისტრო არაფერს არ გეგმავს, გარდა უსაფრთხოების და მართლწესრიგის დაცვისა. ვხედავთ პროვოკაციებზე მოდის გარკვეული ჯგუფები. ჩვენ ვართ იმიტომ რომ აღვკვეთოთ და არ მოხდეს რაიმე ინციდენტი. ჩვენ მივუთითეთ მათ და მივეცით მარშრუტი, რა მარშრუტით უნდა წასულიყვნენ. არავის თავისუფალი გადაადგილება ჩვენ არ შეგვიზღუდავს. ყვარლის გავლით მოხვდებოდნენ ეს ადამიანები თელავში, ის რაოდენობა მანქანების შესაბამისად, თელავში რომ შესულიყო, ეს გამოიწვევდა კოლაფსს, ამიტომ ჩვენ ნაწილს შევუშვებდით თელავში, დანარჩენი ორგანიზებული გვქონდა მინიბუსები და ასევე ავტობუსები, რითიც მოხდებოდა ამ ადამიანების დანიშნულების ადგილამდე მიყვანა, მშვიდად და უსაფრთხოდ. ჩვენ განვსაზღვრავთ მარშუტებს, ჩვენ ვართ უსაფრთხოებაზე პასუხისმგებლები, ამიტომ მოქალაქეებს ჩვენ არ ვუზღუდავთ გადაადგილების უფლებას. უბრალოდ ვაძლევთ მიმართულებას, თუ რა მიმართულებით უნდა მოხვდნენ თელავში“, - განაცხადა თეიმურაზ კუპატაძემ.
მედია: ამერიკისა და ისრაელის სადაზვერვო სააგენტოები ირანის ახალ უზენაეს ლიდერს ეძებენ
სახელმწიფო უნივერსიტეტებში სწავლა დაფინანსდება, III სემესტრიდან გრანტის 1/2-ია გარანტირებული
Euronews: ფიფას პრეზიდენტი ევროპარლამენტში დაიბარეს
ეუთოს მოქმედი თავმჯდომარე იგნაციო კასისი საქართველოს შემოდგომაზე ეწვევა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკი: რუსეთმა უკრაინა ჩრდილოეთ კორეული რაკეტით დაბომბა
რუსეთმა კიევი და უკრაინის სხვა დიდი ქალაქები დაბომბა, დაიღუპა 7 ადამინი დაიჭრა 30
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)