|
2018-12-14 14:07:39, 529 ნახვა
რეგიონი
კურორტი გოდერძი ზამთრის სეზონს ახალი საიმიჯო ვიდეორგოლით ხვდება
ზამთრის ტურისტულის სეზონის გახსნას სამთო-სათხილამურო კურორტი „გოდერძი“ ახალი ვიდეორგოლით შეხვდება. „როცა მთები გიხმობენ წადი იმ მხარეში სადაც წელიწადის ნახევარი თოვლიანია“ ამ სიტყვებით იწყება ვიდეოკლიპი, რომელშიც სრულადაა წარმოჩენილი კურორტის ბუნებრივი სილამაზე თავისი ავთენტური გარემოთი და ტურისტული პოტენციალით. საიმიჯო კლიპი კურორტის პოპულარიზაციის მიზნით აჭარის ტურიზმის დეპარტამენტმა მოამზადა და უკვე ჩაუშვა სოციალურ ქსელებსა და საერთაშორისო მედიაპლატფორმებზე. კურორტზე ზამთრის ტურისტული სეზონის გახსნა 22 დეკემბერს იგეგმება. „ჩვენთვის უმთავრესი იყო ვიდეორგოლს გადმოეცა ძველისა და ახლის სინთეზი. ტრადიციებისა და თანამედროვეობის თანაცხოვრების მაგალითი. ეს არის ის ემოცია, რომელიც ყველაზე ხშირად რჩებათ კურორტ გოდერძის სტუმრებსა და ტურისტებს. ვიდეორგოლი რამდენიმე ენაზეა, მათ შორის ინგლისურად და გერმანულად. ჩვენ ცნობადობის გაზრდისა და საერთაშორისო ტურიზმის სტიმულირებისთვის ბუნებრივია, უკვე ვახდენთ ჩვენი ტურისტული პროდუქტების რეკლამირებას სოციალური მედიითა და სხვა სარეკლამო არხებით საერთაშორისო მედიაში. გოდერძის პოპულარიზაციაც ამ კამპანიის ერთ-ერთი ნაწილია. ზოგადად, გოდერძი, როგორც სამთო-სათხილამურო კურორტი, არის ახალი ეკონომიკური დღის წესრიგის შემქმნელი მაღალმთიანი აჭარისთვის და ჩვენს სტრატეგიაში, აჭარა ოთხივე სეზონზე იყოს მიმზიდველი ტურისტებისთვის, ცენტრალური როლი აქვს“, - განაცხადა აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის თავმჯდომარე სულხან ღლოტმა.
(NS)
ტრამპმა პუტინთან და შემდეგ ზელენსკისთან „გუშინ“ ახალი საუბრის შესახებ განაცხადა
მსახიობი სერგეი ბეზრუკოვი ოკუპირებულ აფხაზეთში იმყოფება
გახარია: სანამ ოცნება იტყუება, ჩვენ ვიცავთ საქართველოს ინტერესებს ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაში
„ფაშისტურ-ნაცისტურ“ დაჯგუფებაში მყოფს მოზარდს წამებისთვის თითქმის 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანკარაში განაცხადა, რომ კიევი მზადაა რუსეთთან „უპირობო ცეცხლის შეწყვეტისთვის“
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)