|
2018-12-11 17:36:17, 813 ნახვა
საზოგადოება
თორნიკე რიჟვაძე გაეროში აკრედიტირებული არასამთავრობო ორგანიზაციის ხელმძღვანელს და ახალგაზრდა დიპლომატებს შეხვდა
აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე გაეროში აკრედიტირებული არასამთავრობო ორგანიზაციის "გლობალური განათლების მოტივატორების" (Global Education Motivators) ხელმძღვანელს, ვეინ ჯეიკობს შეხვდა. შეხვედრას ესწრებოდნენ ბათუმის სხვადასხვა სკოლის მოსწავლეები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს ლიდერის სტატუსით გაეროს მთავარ შტაბ-ბინაში ჩატარებულ საერთაშორისო კონფერენციაში. ,,ძალიან მნიშვნელოვანია ის საქმიანობა, რომელსაც ,,გლობალური განათლების მოტივატორები" ახორციელებს და მოტივირებულ ახალგაზრდებს საშუალებას აძლევს მონაწილეობა მიიღონ საერთაშორისო დონის კონფერენციებში. გაეროს ეგიდით აჭარაში არაერთი მნიშვნელოვანი საერთაშორისო პროექტი ხორციელდება. აღსანიშნავია გაეროს ახალგაზრდული ასამბლეა, რომელიც მიზნად ისახავს მოტივირებული ახალგაზრდების გაერთიანებული ორგანიზაციების საქმიანობაში ჩართვას. მჯერა, რომ გაგრძელდება მსგავსი თანამშრომლობა, რაც ხელს შეუწყობს მჭიდრო კავშირების კიდევ უფრო განვითარებას და თანამშრომლობის ახალ დონეზე გადასვლას, - აღნიშნა თორნიკე რიჟვაძემ. გაეროს საერთაშორისო კონფერენცია უკვე წლებია ხორციელდება და არაერთი ქართველი მოსწავლე იყო აღნიშნული კონფერენციის მონაწილე. კონფერენცია გულისხმობს სარეზოლუციო პროექტის შემუშავებას, რომელიც გაეროს ახალგაზრდობის წარმომადგენელს გადაეცემა, როგორც რეკომენდაცია მდგრადი განვითარების მიზნების განხორციელების საკითხში.
(NS)
პოლიციამ თბილისში ჯგუფურად, ძალადობით ჩადენილი ძარცვის ბრალდებით 5 პირი დააკავა
სამოქალაქო საზოგადოება: ოცნების კამპანია ქვეყნის სახელმწიფოებრიობას აზიანებს, საჯარო სივრცეში ტერმინ „რუსოფობიის“ ხელოვნურად დამკვიდრების ცდილობს
რუსეთში წიწიბურას ფასები კვლავ გაიზარდა
ირანზე გამარჯვება ხელიდან ეცლება: ტრამპი სულ უფრო მეტად ემუქრება მოკავშირეებს - Washington Post
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
მოლდოვასთან საზღვარზე საკონტროლო-გამშვები პუნქტი რუსეთის საჰაერო დარტყმების გამო შეჩერდა
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)