11:52 - 21 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-12-11 14:11:32, 1087 ნახვა

საზოგადოება
ბათუმში ხვალ ტუბერკულოზის, შიდსისა და C ჰეპატიტის სკრინინგის შესახებ, კონფერენცია მოეწყობა

ხვალ, აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ორგანიზებით ბათუმში კონფერენცია - ,,TB, C, HIV ინიციატივა აჭარის რეგიონში - ინოვაციები მოქმედებათა დასაჩქარებლად“ მოეწყობა.

კონფერენციის, მიზანია აჭარის რეგიონში ტუბერკულოზის, აივ ინფექცია/შიდსისა და C ჰეპატიტის ინტეგრირებულ სკრინინგისა და ტუბერკულოზის გამოსავლების გაუმჯობესების მიზნით განხორციელებული და დაგეგმილი ინოვაციების გაცნობა და ანალიზი.

საქართველოს დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, სსიპ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ინიციატივითა და მხარდაჭერით,  გლობალური ფონდის თანადაფინანსებით, აჭარის რეგიონი უკვე შეუერთდა ,,ნულოვანი ტუბერკულოზის ინიციატივას“.  

აჭარის რეგიონში  სხვა რეგიონებისაგან განსხვავებით, ფიქსირდება აღნიშნულ დაავადებათა გავრცელების მაღალი დონე, რასაც ხელს უწყობს ინტენსიური მიგრაციული პროცესები. ამასთან, ტურიზმის განვითარებით დაინტერესებულ რეგიონს აქვს მიზანი და ამბიცია იყოს გადამდები დაავადებებისაგან თავისუფალი, რისთვისაც რეგიონის მთავრობა აქტიურად შეუერთდა აჭარის ტუბერკულოზისაგან თავუსფალ ,,კუნძულად“ გადაქცევის ინიციატივას და აიღო ვალდებულება ურთიერთშეთანხმებული აქტივობების თანადაფინანსებისა.

აივ/შიდსის, ტუბერკულოზისა და მალარიის წინააღმდეგ ბრძოლის გლობალური ფონდის დაფინანსებით, სსიპ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის მიერ სსიპ აჭარის ა.რ. საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრს, პროტოკოლით გათვალისწინებულ აქტივობათა განსახორციელებლად გადაეცემა  მაღალი გამავლობის 3 ავტომობილი.   

კონფერენცია გაიმართება, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს და ჯანმრთელობის კვლევის კავშირის მხარდაჭერით.

 

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
პოლიციამ თბილისში ჯგუფურად, ძალადობით ჩადენილი ძარცვის ბრალდებით 5 პირი დააკავა
სამოქალაქო საზოგადოება: ოცნების კამპანია ქვეყნის სახელმწიფოებრიობას აზიანებს, საჯარო სივრცეში ტერმინ „რუსოფობიის“ ხელოვნურად დამკვიდრების ცდილობს
რუსეთში წიწიბურას ფასები კვლავ გაიზარდა
ირანზე გამარჯვება ხელიდან ეცლება: ტრამპი სულ უფრო მეტად ემუქრება მოკავშირეებს - Washington Post
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics