|
2018-12-11 13:22:48, 998 ნახვა
საზოგადოება
თბილისის ოცამდე საბავშვო ბაგა-ბაღში გარე ინფრასტრუქტურის მოწესრიგება მიმდინარეობს
თბილისის 20-მდე საჯარო ბაგა-ბაღში სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტი ხორციელდება - გლდანის, საბურთალოს, ნაძალადევის, კრწანისის, ისნისა და დიდუბის რაიონებში მდებარე სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში ეწყობა სათამაშო მოედნები, სადაც დამონტაჟდება ატრაქციონები და საპარკო სკამები, დაიდგმება საჩრდილობლები, ქვიშის მანეჟები და შეიცვლება დაზიანებული კაუჩუკის საფარი. მერიის ცნობით, სათამაშო მოედნების მოწყობის პარალელურად, რამდენიმე ბაღის ეზოში დამონტაჟდება გარე განათების სისტემებიც. თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელის, კახაბერ გვანცელაძის განმარტებით, სააგენტო წლის განმავლობაში, ინდივიდუალური საჭიროების მიხედვით აფინანსებს სხვადასხვა ინფრასტრუქტურულ თუ სარეაბილიტაციო პროექტს. „სამუშაოები ძირითადად იმ ბაღებში მიმდინარეობს, სადაც თითქმის არ არსებობდა ან სრულად ამორტიზებული იყო გარე ინფრასტრუქტურა. პარალელურად, მიმდინარეობს დაზიანებული სახურავების რეაბილიტაცია, რაც ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა სააგენტოსთვის. ამ პროექტებისთვის ნოემბრის თვის ხარჯებიდან 400 000 ლარი გამოიყო. სამუშაოები იანვრის შუა რიცხვებში დასრულდება და ახალი სააღმზრდელო წლიდან, ბავშვებს ბაღებში განახლებული ინფრასტრუქტურა დახვდებათ,“ - განაცხადა კახაბერ გვანცელაძემ.
(NS)
პოლიციამ თბილისში ჯგუფურად, ძალადობით ჩადენილი ძარცვის ბრალდებით 5 პირი დააკავა
სამოქალაქო საზოგადოება: ოცნების კამპანია ქვეყნის სახელმწიფოებრიობას აზიანებს, საჯარო სივრცეში ტერმინ „რუსოფობიის“ ხელოვნურად დამკვიდრების ცდილობს
რუსეთში წიწიბურას ფასები კვლავ გაიზარდა
ირანზე გამარჯვება ხელიდან ეცლება: ტრამპი სულ უფრო მეტად ემუქრება მოკავშირეებს - Washington Post
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
მოლდოვასთან საზღვარზე საკონტროლო-გამშვები პუნქტი რუსეთის საჰაერო დარტყმების გამო შეჩერდა
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)