18:07 - 31 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-12-08 09:34:42, 2141 ნახვა

პოლიტიკა
კახა კახიშვილი: ყველანაირად ვეცდებით, ინაუგურაცია იყოს ლამაზი, მაგრამ არა პომპეზური

მთავრობის ადმინისტრაციაში საქართველოს ახალარჩეული პრეზიდენტის ფიცის დადების ცერემონიალის საორგანიზაციო კომისიის სხდომა გაიმართა.

როგორც სხდომის დასრულების შემდეგ მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა, კომისიის თავმჯდომარემ, კახა კახიშვილმა განაცხადა, სხდომაზე  ინაუგურაციის სცენარი განიხილეს.

„ვიმსჯელეთ ღონისძიების სცენარისა და  მოწვეული სტუმრების შესახებ.  რაც შეეხება ბიუჯეტს, ეს საკითხი განისაზღვრება მას შემდეგ, რაც  დაზუსტდება საბოლოო სცენარი და სტუმრების რაოდენობა. ფიცის დადების ცერემონია გაიმართება თელავში.   ყველანაირად ვეცდებით, რომ ინაუგურაცია იყოს ლამაზი, მაგრამ არა პომპეზური", - განაცხადა კახა კახიშვილმა.

საქართველოს პრეზიდენტის ინაუგურაცია თელავში 16 დეკემბერს გაიმართება.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
სახელმწიფო უნივერსიტეტებში სწავლა დაფინანსდება, III სემესტრიდან გრანტის 1/2-ია გარანტირებული
Euronews: ფიფას პრეზიდენტი ევროპარლამენტში დაიბარეს
ეუთოს მოქმედი თავმჯდომარე იგნაციო კასისი საქართველოს შემოდგომაზე ეწვევა
სალომე ზურაბიშვილი: მადლობა მათ, ვინც ციხეში ყოფნისას მაგალითი გვაძლევს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics