|
2018-12-07 18:43:36, 1600 ნახვა
საზოგადოება
თბილისის საკრებულომ ტაქსებთან დაკავშირებული ახალი რეგულაციები დაამტკიცა
თბილისის საკრებულოს სხდომაზე წარმომადგენლობითი ორგანოს წევრებმა ტაქსებთან დაკავშირებული ახალი რეგულაციები განიხილეს. როგორც ცნობილია, ტაქსებთან დაკავშირებით რეგულაციების პირველი ეტაპი უკვე განხორციელდა. ახალი რეგულაციები კი 2019 წლის ოქტომბრიდან ამოქმედდება. რაც შეეხება თბილისის ადმინისტრაციულ საზღვრებში სატრანსპორტო საშუალებების პარკირების რეგულირების წესს, წარმოდგენილი პროექტის მიღების მიზეზი ტაქსების რეგულაციის ხელშეწყობა, მსუბუქი ავტომობილით - ტაქსით (M1 კატეგორია) გადაყვანაზე ნებართვის მფლობელების არასახარბიელო სოციალური მდგომარეობის გათვალისწინებით მათთვის საფასურის გადახდის გარეშე პარკირების ადგილების შექმნაა. ამავე წესის თანახმად, მაქსიმალურად უნდა შეიქმნას ტაქსების დგომისთვის სპეციალური პარკირების ადგილები, რაც ხელს შეუწყობს საგზაო მოძრაობის განტვირთვას, აგრეთვე ტაქსით მომსახურება მეტად კომფორტული იქნება როგორც დედაქალაქის მცხოვრებთათვის, ისე უცხოელი ვიზიტორებისთვის. საკრებულოს სხდომაზე დეპუტატებმა თბილისში N1,N2,N3 კატეგორიის სატვირთო ავტომობილებიდან კომერციული საქმიანობის განხორციელების აკრძალვის თაობაზე მიიღეს გადაწვეტილება. როგორც სხდომაზე აღინიშნა, საკითხზე ზედამხედველობა თბილისის სატრანსპორტო საქალაქო სამსახურს დაევალა. საკრებულოს წევრებმა სხდომაზე თბილისის მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის პროგრამა/ქვეპროგრამების განხორციელების წესში განსახორციელებელ ცვლილებებს დაუჭირეს მხარი. მათივე გადაწყვეტილებით, ცვლილება შევიდა თბილისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემის წესშიც. დღესვე დეპუტატებმა სსიპ ქონების მართვის სააგენტოს წარმომადგენელს მოუსმინეს და მის მიერ წარმოდგენილ საკითხებს დადებითი რეკომენდაცია მისცეს. კერძოდ, კომისიის წევრებმა თბილისში მდებარე რამდენიმე მიწის ნაკვეთზე უძრავი ქონების პირდაპირი განკარგვისა და გაცვლის ფორმით პრივატიზებას, ასევე სარგებლობის უფლებით იჯარის ფორმით გადაცემას დაუჭირეს მხარი. წარმომადგენლობითი ორგანოს წევრებმა რამდენიმე მისამართზე ზონალურ ცვლილებებსა და მიწის ნაკვეთების პირდაპირი განკარგვის, იჯარის, პრივატიზებისა და უზურფრუქტის ფორმით გადაცემის თაობაზეც იმსჯელეს. საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე სხვადასხვა მისამართებზე განაშენიანების რეგულირების გეგმის პროექტებიც დაამტკიცეს. სხდომას საკრებულოს წევრებთან ერთად დედაქალაქის მერიის შესაბამისი საქალაქო სამსახურების ხელმძღვანელები ესწრებოდნენ. სხდომას საკრებულოს ოპოზიციის წარმომადგენლები არ ესწრებოდნენ.
სამოქალაქო საზოგადოება: ოცნების კამპანია ქვეყნის სახელმწიფოებრიობას აზიანებს, საჯარო სივრცეში ტერმინ „რუსოფობიის“ ხელოვნურად დამკვიდრების ცდილობს
რუსეთში წიწიბურას ფასები კვლავ გაიზარდა
ირანზე გამარჯვება ხელიდან ეცლება: ტრამპი სულ უფრო მეტად ემუქრება მოკავშირეებს - Washington Post
ფესტივალი ZEIMI - ქართული კულტურისა და გემოს დღესასწაული ნიუ-იორკში თიბისის მხარდაჭერით გაიმართება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
მოლდოვასთან საზღვარზე საკონტროლო-გამშვები პუნქტი რუსეთის საჰაერო დარტყმების გამო შეჩერდა
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)