|
2018-12-06 17:51:12, 1102 ნახვა
საზოგადოება
ლევან იზორია: ლოგისტიკა დარჩება ერთ-ერთ პრიორიტეტად
„ჩვენ, სიმბოლურად, წლევანდელ წელს ლოგისტიკის წელი ვუწოდეთ. ამით, პრაქტიკულად, აბსოლუტურ თანხვედრაში ვართ იმ პრიორიტეტებთან, რომელიც ნატოს აქვს განსაზღვრული“, - აღნიშნა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა 2018 წლის საქმიანობის ანგარიშზე მოხსენებისას და ყურადღება წლის ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებაზე - ლოგისტიკური უზრუნველყოფის კუთხით გადადგმულ ნაბიჯებზე გაამახვილა. ლევან იზორიამ განსაკუთრებით გამოყო გადაადგილების საკოორდინაციო ცენტრის შექმნა. „ამ ცენტრმა თავის თავი დაამტკიცა სწორედ, Noble Partner-სა და Agile Spirit-ის ფარგლებში. პირველად გვაქვს შესაძლებლობა, რომ ტექნიკა რკინიგზის საშუალებით პირდაპირ ვაზიანში მივიღოთ. ეს გადაადგილების საკოორდინაციო ცენტრის ერთ-ერთი პასუხისმგებლობაა," - განაცხადა თავდაცვის მინისტრმა მოხსენებისას. მინისტრმა ყურადღება ავტოსატრანსპორტო საშუალებების სარემონტო ბაზაზეც გაამახვილა და აღნიშნა, რომ სარემონტო სამუშაოების ადგილზე ჩატარება მნიშვნელოვნად დაზოგავს დროს, ენერგიას და ხარჯებს. „შევიმუშავეთ არაერთი მნიშვნელოვანი დოკუმენტი, როგორიც არის მარაგების ანალიზის დოკუმენტი, მასპინძელი ქვეყნის დოქტრინა, ასევე შევიმუშავეთ გრძელვადიანი იმპლემენტაციის სტრატეგია. მომავალ წლებში სწორედ, ლოგისტიკა დარჩება ერთ-ერთ პრიორიტეტად, რათა, სწორედ, სამოქმედო გეგმის მიხედვით განვახორციელოთ პრიორიტეტული მიმართულებები“, - განაცხადა ლევან იზორიამ ლოგისტიკური უზრუნველყოფის კუთხით განხორციელებულ რეფორმებზე საუბრისას.
(NS)
აშშ-მ განაცხადა, რომ ირანის წინააღმდეგ „ისტორიაში ყველაზე მკაცრ სანქციებს“ დააწესებს
გამოქვეყნდა მისამართები, სადაც საქართველოში სკოლის ფორმების შეძენაა შესაძლებელი.
სამოქალაქო საზოგადოება: ოცნების კამპანია ქვეყნის სახელმწიფოებრიობას აზიანებს, საჯარო სივრცეში ტერმინ „რუსოფობიის“ ხელოვნურად დამკვიდრების ცდილობს
რუსეთში წიწიბურას ფასები კვლავ გაიზარდა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
მოლდოვასთან საზღვარზე საკონტროლო-გამშვები პუნქტი რუსეთის საჰაერო დარტყმების გამო შეჩერდა
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)