|
2018-11-30 16:40:09, 774 ნახვა
რეგიონი
კურორტ „გომარდულის“ ხელმძღვანელობასთან საგადასახადო შეთანხმება გაფორმდა
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ მთავრობის გასვლით სხდომაზე კურორტ „გომარდულთან" დაკავშირებით სიახლეების შესახებ ისაუბრა. როგორც რეგიონის ხელმძღვანელმა აღნიშნა, კურორტს წლების განმავლობაში ჰქონდა პრობლემები, რომლებიც საბოლოოდ აღმოფხვრილია. „საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, მოხდება საგადასახადო შეთანხმების გაფორმება და ყადაღა მოეხსნება კომპანიას, რაც აქციონერებს მისცემს საშუალებას განავითარონ კურორტი გომარდული. ამ მიმართულებით სახელმწიფო, განსაკუთრებით კი აჭარის ხელისუფლება იქნება ბოლომდე ჩართული, რომ გორმადულში იყოს მეტი განვითარება, იყოს მეტი ტურიზმი", - აღნიშნა თორნიკე რიჟვაძემ და აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ხელმძღვანელს უმოკლეს ვადებში კურორტზე სეზონის გახსნის უზრუნველყოფა დაავალა. დღესვე, მთავრობის სხდომაზე განიხილეს განკარგულების პროექტები, რომლებიც საინვესტიციო საქმიანობის ხელშესაწყობად ინვესტორი კომპანიებისთვის პირგასამტეხლოს გადავადებას ითვალისწინებს. თორნიკე რიჟვაძის თქმით, 28 სექტემბრის მთავრობის განკარგულება ძალიან კარგად და ადეკვატურად აბალანსებს სახელმწიფო და კერძო ინტერესს და ხოლო ბიზნესთან მიმართებით მიდგომა და გადაწყვეტილებები არის უფრო ეფექტური. „ მინდა მადლობა გადავუხადო ბიზნესს თანამშრომლობისთვის. საინვესტიციო საქმიანობასთან დაკავშირებული პოლიტიკა მთავარი პრინციპის - საჯარო და კერძო ინტერესის გათვალისწინებით ხდება და ასე გაგრძელდება მომავალშიც“, - განაცხადა აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ.
(NS)
ტრამპმა პუტინთან და შემდეგ ზელენსკისთან „გუშინ“ ახალი საუბრის შესახებ განაცხადა
მსახიობი სერგეი ბეზრუკოვი ოკუპირებულ აფხაზეთში იმყოფება
გახარია: სანამ ოცნება იტყუება, ჩვენ ვიცავთ საქართველოს ინტერესებს ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაში
„ფაშისტურ-ნაცისტურ“ დაჯგუფებაში მყოფს მოზარდს წამებისთვის თითქმის 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანკარაში განაცხადა, რომ კიევი მზადაა რუსეთთან „უპირობო ცეცხლის შეწყვეტისთვის“
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)