13:32 - 31 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-11-27 17:17:05, 1127 ნახვა

პოლიტიკა
პრეზიდენტი NGO-ებს: მენტალობა, რომ თუ არ უკმევ გუნდრუკს ხელისუფლებას, მტერი ხარ, ტოტალიტარული აზროვნების წინაპირობაა

საქართველოს პრეზიდენტმა , გიორგი მარგველაშვილმა არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს ობიექტური შეფასებებისა და გაწეული საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა.

გიორგი მარგველაშვილმა სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებს მათ წინააღმდეგ მიმდინარე შეტევის ფონზე მხარდაჭერა გამოუცხადა. ქვეყნის პირველი პირის განცხადებით, შემაშფოთებელია ის ბრალდებები და რიტორიკა, რომელიც პოლიტიკოსებისგან არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენელთა მიმართ ბოლო პერიოდის განმავლობაში ისმის.

„დღეს, არჩევნების წინა დღეს, მე გადავწყვიტე შეგხვდეთ იმ არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომლებიც აკვირდებით უმნიშვნელოვანეს მოვლენას ჩვენი დემოკრატიული პროცესის თვალსაზრისით - არჩევნებს. მინდა მადლობა გადაგიხადოთ იმ ვალდებულების შესრულებისთვის, რომელიც ქართული საზოგადოების წინაშე გაქვთ აღებული. ეს მადლობა გეხებათ პირადად თქვენ როგორც მესამე სექტორის გამორჩეულ წარმომადგენლებს, ასევე იმ ორგანიზაციებს, რომლებიც წლების განმავლობაში ახორციელებენ ამ საქმიანობას.

აქვე მინდა ხაზი გავუსვა, რაც არაერთხელ უკვე აღმინიშნავს, რომ შეშფოთებული ვარ იმ რიტორიკით, რომელიც მესმის სხვადასხვა პოლიტიკოსების მხრიდან, როდესაც მიზანმიმართულად თქვენს ობიექტურ მოსაზრებებზე ან ფაქტებზე დაყრდნობით გაკეთებულ განცხადებებთან მიმართებით, ხდება თქვენზე შეტევა. მენტალობა, როდესაც ობიექტური დამკვირვებელი არის ბრალდებული იმაში, რომ ახორციელებს თავის ვალდებულებას და საზოგადოებას აწვდის ინფორმაციას დარღვევებისა და გადაცდომის შესახებ, მენტალობა, რომელიც ნებისმიერ კრიტიკას აღიქვამს თავდასხმად, მენტალობა, რომლის კონტექსტშიც, თუ არ უკმევ გუნდრუკს ხელისუფლებას ან ძლიერებს ამა ქვყნისა, მიჩნეული ხარ მტრად, წინაპირობაა ტოტალიტარული აზროვნებისა. მინდა ხაზგასმით კიდევ ერთხელ მადლობა გითხრათ თქვენი მოღვაწეობისათვის", - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა.

არჩევნების მეორე ტურამდე ერთი დღით ადრე გამართულ შეხვედრაზე საქართველოს პრეზიდენტმა არასამთავრობო ორგანიზაციებისგან  წინასაარჩევნო გარემოს შეფასებები მოისმინა.

 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
კუპრაძე ელისაშვილის წინააღმდეგ წაყენებულ ახალ ბრალდებებზე: ეს არ არის სამართლებრივი, არამედ პოლიტიკური სასამართლო პროცესია
ზურაბ მენთეშაშვილი, რომელიც მეორედ იყო გასამართლებული რუსთაველის გამზირის გადაკეტვისთვის 9 თვის შემდეგ გათავისუფლდა
ზელენსკი: რუსეთმა უკრაინა ჩრდილოეთ კორეული რაკეტით დაბომბა
ესპანეთის საზღვარს ათასობით მიგრანტი შტურმით იღებს, მადრიდი კრიზისის ადგილას ჯარს აგზავნის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics