|
2018-11-21 12:07:26, 1240 ნახვა
პოლიტიკა
როუზ გოტემოლერი: საქართველო სამაგალითო ქვეყანაა და ამ ტემპით უნდა გააგრძელოს ნატო-ში ინტეგრაციის პროცესი
კანადაში, ქალაქ ჰალიფაქსში, ნატოს საპარლამენტო ასამბლეის რიგით 64-ე წლიური სესია დასრულდა. საქართველოს პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, ღონისძიების ბოლო დღეს, ნატოს გენერალური მდივნის მოადგილე როუზ გოტემოლერი დამსწრე საზოგადოების წინაშე სიტყვით გამოვიდა. მან სხვადასხვა საკითხებთან ერთად, ყურადღება საქართველოს თემაზე გაამახვილა. „საქართველო სამაგალითო ქვეყანაა და მან ამ ტემპით უნდა განაგრძოს ნატოში ინტეგრაციის პროცესი, რაც თავის მხრივ, ალიანსში კონსენსუსის ჩამოყალიბებას შეუწყობს ხელს. ნატოს კარი ღიაა და 2008 წლის ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილება ძალაშია და საქართველო გახდება ალიანსის წევრი", - განაცხადა როუზ გოტემოლერიმ. ნატოს გენერალური მდივნის მოადგილემ მადლობა გადაუხადა საქართველოს, ავღანეთის მისიაში გაწეული კონტრიბუციისათვის და აღნიშნა, რომ შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოებისა და სტაბილურობის უზრუნველყოფაში საქართველო მნიშვნელოვან მოთამაშეს წარმომადგენს. ნატოს საპარლამენტო ასამბლეის ყოველწლიურ სესიას პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაცია ირაკლი სესიაშვილის, სოფიო ქაცარავას და გიორგი კანდელაკის შემადგენლობით დაესწრო. ჩრდილოატლანტიკური საპარლამენტო ფორუმი ასამბლეის პრეზიდენტის, ბრიტანეთის პარლამენტის წევრის, მადელინ მუნის არჩევით დასრულდა.
ზელენსკი: რუსეთმა უკრაინა ჩრდილოეთ კორეული რაკეტით დაბომბა
ესპანეთის საზღვარს ათასობით მიგრანტი შტურმით იღებს, მადრიდი კრიზისის ადგილას ჯარს აგზავნის
მიხეილ სარჯველაძე Roche-ს ფარმაცევტული მიმართულების აღმასრულებელ დირექტორს შეხვდა, რომელიც ონკოლოგიურ და დიუშენის დისტროფიის სამკურნალო წამლებს აწარმოებს
ვისაუბრეთ ურთიერთობების პერსპექტივებზე – ბოჭორიშვილი აშშ-ს დროებით რწმუნებულს შეხვდა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკი: რუსეთმა უკრაინა ჩრდილოეთ კორეული რაკეტით დაბომბა
რუსეთმა კიევი და უკრაინის სხვა დიდი ქალაქები დაბომბა, დაიღუპა 7 ადამინი დაიჭრა 30
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)