|
2018-11-21 11:44:03, 2218 ნახვა
მსოფლიო
რუსი გენერლის ინტერპოლის პრეზიდენტად არჩევის შემთხვევაში ლიეტუვა, ესტონეთი და უკრაინა ორგანიზაციას დატოვებენ
რუსი მაღალჩინოსნის ალექსანდრ პროკოპჩუკის ინტერპოლის პრეზიდენტად დანიშვნის შემთხვევაში, ლიეტუვა, უკრაინა და ესტონეთი ორგნიზაციის დატოვებით იმუქრებიან, - ამის შესახებ Euronews იუწყება. მედია საშუალების ინფორმაციით, ლიეტუვას პარლამენტმა შესაბამისი შინაარსის რეზოლუციაც მიიღო. რეზოლუციის თანახმად "თუ პროკოპჩუკი ინტერპოლის პრეზიდენტი გახდება, ლიეტუვა სხვა დემოკრატიულ ქვეყნებთან ერთად, დაუყოვნებლივ უნდა განიხილოს ორგანიზაციის დატოვება". ამ რეზოლუციას პარლამენტის ყველა წევრმა (88 დეპუტატმა) დაუჭირა მხარი. ესტონეთი თავის მხრივ აცხადებს, რომ "არა მეგობრულ ქვეყანასთან არ ითანამშრომლებს". შესაბამისი განცხადება ესტონეთის პოლიციის ხელმძღვანელმა ელმარ ვახერმა გააკეთა. ინტერპოლის პრეზიდენტის პოსტზე პროკოპჩუკის კანდიდატურას ამერიკის შეერთებული შტატების ეწინააღმდეგება. საკითხს ამერიკელი სენატორები გამოეხმაურნენ და ქვეყნის პრეზიდენტ დონალდ ტრამპმს მოუწოდეს, მის ხელთ არსებული ყველა ბერკეტი გამოიყენოს, რათა რუსმა კანდიდატმა თანამდებობა არ დაიკავოს. ამ ინიციატივით თეთრი სახლის ლიდერს 4-მა დემოკრატმა სენატორმა, მარკო რუბიომ, კრის კუნსმა, ჯინ შაჰინიმ და როჯერ ვიკერიმა მიმართეს. პროკოპჩუკის კანდიდატურის წინააღმდეგ დიდი ბრიტანეთიც გამოდის. ბრიტანელი მინისტრის ხარიეტ ბოლდუინის მტკიცებით, ოფიციალური ლონდონი მხარს პროკოპჩუკის მთავარ კონკურნტს და კიმ ჩონ იანგს დაუჭერს. ინტერპოლის პრეზიდენტის არჩევნები დღეს დუბაიში გაიმართება. პრეზიდენტად არჩევისათვის პროკოპჩუკს 177 წევრი ქვეყნიდან 2/3-ის ხმა სჭირდება. ცნობისთვის, ინფორმაცია, რომ ინტერპოლის ახალ პრეზიდენტად შეიძლება რუსი გენერალ-მაიორი აირჩიონ 17 ნოემბერს The Times-მა გაავრცელა. ინტერპოლის ახალი პრეზიდენტის დანიშნვა მას შემდეგ გახდა საჭირო, რაც 5 ოქტომბერს მისი გაუჩინარების შესახებ გავრცელდა ინფორმაცია. მოგვიანებით დადგინდა, რომ 64 წლის მენ ჰუნვეი ჩინეთის ხელისუფლებამ დააპატიმრა. ჩინეთი აცხადებს, რომ ის ქრთამის აღებაშია ეჭვმიტანილი.
დემოკრატი სენატორი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესებას მოუწოდებს „ლინდსი გრეჰემის ხსოვნისადმი“
ირანი აცხადებს, რომ ქუვეითში ამერიკული HIMARS-ის რაკეტმზიდები გაანადგურა
გარემოს ეროვნული სააგენტო -თელავში მოსულმა უხვმა ატმოსფერულმა ნალექმა მდინარე თელავისხევის აუზში ღვარცოფული პროცესების მკვეთრი გააქტიურება გამოიწვია
ზელენსკი უკრაინის პრემიერ-მინისტრს და ძალოვან მინისტრებს ცვლის
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ზელენსკი უკრაინის პრემიერ-მინისტრს და ძალოვან მინისტრებს ცვლის
უკრაინამ სიზრანის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას, ოთხ ბორანსა და 10 ტანკერს დაარტყა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)