|
2018-11-14 15:29:08, 1403 ნახვა
პოლიტიკა
კალაძე: ვერ ვხედავ პრობლემას, რომ არჩევნები სამუშაო დღეს გაიმართოს
„ნამდვილად ვერ ვხედავ პრობლემას, რომ არჩევნები სამუშაო დღეს გაიმართოს, ამის მაგალითებიც და პრეცედენტებიც არსებობს“, - ამის შესახებვდედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის თარიღთან დაკავშირებით განაცხადა. კალაძის განცხადებით, მსგავსი პრეცენდენტი 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებზეც მოხდა. „ცესკომ მიიღო გადაწყვეტილება, რომელსაც კანონი ავალდებულებს. როდესაც შემაჯამებელი ოქმი და ყველა გასაჩივრება სრულდება, როგორც ვიცი, ხდება გადათვლა და ინიშნება არჩევნების დღე. ნამდვილად ვერ ვხედავ პრობლემას, რომ არჩევნები სამუშაო დღეს გაიმართოს, ამის მაგალითებიც და პრეცედენტებიც არსებობს. თუ არ ვცდები, 2012 წელს, ზუსტად არ მახსოვს, არჩევნები იყო ორშაბათ დღეს, ასე რომ, ეს ნამდვილად არ წარმოადგენს პრობლემას. ვისაც სურვილი აქვს, რომ მიიღოს არჩევნებში მონაწილეობა, მათ ეს არ გაუჭირდებათ, როგორც არ გაუჭირდათ 2012 წელს“, - განაცხადა კახა კალაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევი და უკრაინის სხვა დიდი ქალაქები დაბომბა, დაიღუპა 7 ადამინი დაიჭრა 30
უკრაინამ შემოდგომაზე მოსკოვზე ბალისტიკური რაკეტებით დარტყმები გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)