09:49 - 31 Jul, 2026
|
2018-11-09 15:41:53, 1804 ნახვა
პოლიტიკა
წილოსანი: ამომრჩეველს დავარწმუნებთ, რატომ დაუჭირონ მხარი ზურაბიშვილის
„ჩვენ ამომრჩეველს დავარწმუნებთ იმაში, რატომ უნდა დაუჭიროს მხარი სალომე ზურაბიშვილს" -ამის შესახებ ჟურნალისტებს საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ნინო წილოსანმა განუცხადა. მისი თქმით, წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში შეხვედრები გრძელდება. „ირაკლი კობახიძე აწარმოებს ამ შეხვედრებს. ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ მეორე ტურის პირობებში მოგვარდეს როგორც შტაბების მუშაობაში, ისე სხვა საკითხები, რაც აქამდე ვერ მოხერხდა. დარწმუნებულები ვართ, რომ ჩვენ გვექნება დამაჯერებელი გამარჯვება და ამომრჩევლებს დავარწმუნებთ იმაში, რატომ უნდა დაუჭირონ მხარი სალომე ზურაბიშვილს და არ მოაბრუნოს რეჟიმი, რომელიც ჩვენ ხალხთან ერთად გადავაგდეთ 2012 წელს“, - განაცხადა ნინო წილოსანმა.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევი და უკრაინის სხვა დიდი ქალაქები დაბომბა, დაიღუპა 7 ადამინი დაიჭრა 30
უკრაინამ შემოდგომაზე მოსკოვზე ბალისტიკური რაკეტებით დარტყმები გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)