02:18 - 07 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-06-12 15:21:09, 453 ნახვა

პოლიტიკა
"ბაქო 2015- პირველი ევროპული თამაშები"-ს გახსნას ირაკლი ღარიბაშვილი შვილებთან ერთად დაესწრება

საქართველოს პრემიერ–მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის  ბაქოში ვიტი გრძელდება. მთავრობის მეთაური  დღეს  „ბაქო 2015 - პირველი ევროპული თამაშების“ გახსნასთან დაკავშირებულ მიღებას დაესწრო, რომელიც  რესპუბლიკის პრეზიდენტის, ილჰამ ალიევის  სახელით გაიმართა. 
ირაკლი ღარიბაშვილთან ერთად, მიღებაზე იმყოფებოდნენ  მსოფლიო ლიდერები, მათ შორის:  მონაკოს პრინცი, თურქეთის პრეზიდენტი, ტაჯიკეთის პრეზიდენტი, მონტენეგროს პრეზიდენტი, ბულგარეთის პრემიერ–მინისტრი.
„ბაქო 2015 - პირველი ევროპული თამაშები" დღეს ოფიციალურად გაიხსნება. ოლიმპიადაში, სპორტის 20 სახეობის 253 დისციპლინაში 50 ქვეყნის 6 ათასზე მეტი სპორტსმენი მიიღებს მონაწილეობას. აზერბაიჯანში 104 ქართველი ათლეტი სპორტის 17 სახეობაში იასპარეზებს.
ოლიმპიადის გახსნას საქართველოს პრემიერ–მინისტრი შვილებთან და საქართველოს დელეგაციის წევრებთან ერთად დაესწრება. 
საქართველოს დელეგაციის შემადგენლობაში იმყოფებიან: ვიცე-პრემიერი, ეკონომიკის მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი და სახელმწიფო რწმუნებული ქვემო ქართლის რეგიონში პაატა ხიზანაშვილი.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის სკანდალი: როგორ გააუქმა ტრამპმა წითელი ბარათი
Financial Times: აშშ უკრაინას რუსეთის ნავთობობიექტებზე თავდასხმებში ეხმარება
გერმანიის სამხედრო ხარჯები ცივი ომის შემდეგ უნახავ დონეს მიაღწევს
„როსატომმა“ კურსკის ატომურ ელექტროსადგურზე დრონებით თავდასხმის შესახებ განაცხადა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics