|
2018-11-04 12:59:14, 1403 ნახვა
პოლიტიკა
ოცნების ოფისში თათბირს ბიძინა ივანიშვილი და სალომე ზურაბიშვილი ესწრება
საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურთან დაკავშირებით პარტია „ქართული ოცნების“ ოფისში შეხვედრები გრძელდება. გავრცელებული ინფორმაციით, მას პარტიის თავმჯდომარე, ბიძინა ივანიშვილი და ხელისუფლების მიერ მხარდაჭერილი საპრეზიდენტო კანდიდატი, სალომე ზურაბიშვილიც ესწრებიან. მმართველი გუნდის წევრები ამბობენ, რომ შეხვედრაზე მეორე ტურის წინასაარჩევნო კამპანიის საორგანიზაციო საკითხები განიხილება. „ მეორე ტური როგორ ორგანიზებულად და მაღალ დონეზე ჩავატაროთ. ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ადამიანებმა, საქართველოს მოსახლეობამ შეიგნოს რომ ამ არჩევნებს აქვს ძალზედ დიდი მნიშვნელობა. ქუდზე კაცი გამოვა იმისთვის, რომ სწორი არჩევანი გაკეთდეს და "ქართული ოცნების" მხარდაჭერილმა კანდიდატმა, ქალბატონმა სალომე ზურაბიშვილმა გაიმარჯვოს,“-განაცხადა რიმა ბერაძემ. სპეციალური შტაბები მოსახლეობასთან შესაბამისი გზავნილებით შეხვედრებს ხვალიდან დაიწყებენ.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევი და უკრაინის სხვა დიდი ქალაქები დაბომბა, დაიღუპა 7 ადამინი დაიჭრა 30
უკრაინამ შემოდგომაზე მოსკოვზე ბალისტიკური რაკეტებით დარტყმები გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)