|
2018-10-29 12:11:32, 5793 ნახვა
პოლიტიკა
არჩევნების მეორე ტურის ჩატარების ბოლო ვადა 2 დეკემბერია
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის თამარ ჟვანიას ინფორმაციით, დიდი ალბათობით საპრეზიდენტო არჩევნების მეორ ტური გაიმართება. როგორც ჟვანიამ განმარტა, მეორე ტურის ჩატარება გარკვეულ პროცედურებთან არის დაკავშირებული და მისი ჩატარების ბოლო ვადა 2 დეკემბერია. „შესაძლებელია, აბსოლუტურად, ითქვას, რომ ჩვენ დიდი ალბათობით, გვაქვს მეორე ტური და ამავდროულად, მეორე ტურის გამართვას აქვს თავისი პროცედურები, რაც გახლავთ ის, რომ იმ შემთხვევაში, თუ საარჩევნო დავები, რომლებიც ჩვენ გვაქვს ცხადია გარკვეული საჩივრები, ძირითადად პროცედურულ და დისციპლინარულ საკითხებთან დაკავშირებით, მათი ვადების განხილვის მაქსიმალური ვადების შემთხვევაში, ეს არის არჩევნების შედეგების შეჯამება 20 დღის ვადაში და საბოლოო შემაჯამებელი ოქმიდან, ანუ 20 დღის შემდგომ, ორი კვირის ვადაში უნდა ჩატარდეს არჩევნების მეორე ტური, რაც გახლავთ ამავდროულად კვირა დღე და უკიდურესი ვადა შესაძლებელია იყოს 2 დეკემბერი,“ - განაცხადა თამარ ჟვანიამ.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევი და უკრაინის სხვა დიდი ქალაქები დაბომბა, დაიღუპა 7 ადამინი დაიჭრა 30
უკრაინამ შემოდგომაზე მოსკოვზე ბალისტიკური რაკეტებით დარტყმები გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)