06:56 - 31 Jul, 2026
|
2018-10-28 13:55:06, 946 ნახვა
პოლიტიკა
ცესკო: დადასტურდა, რომ პირი საარჩევნო უბანზე არასათანადო წესით გაცემული ბეიჯით იმყოფებოდა
ნაძალადევის 74-ე საარჩევნო უბანზე დამკვირვებლის სამკერდე ნიშნით, ბეიჯით, რომელიც არ იყო დადგენილი წესით გაცემული, იმყოფებოდა არაუფლებამოსილი პირი, - ამის შესახებ ცესკო-ს სპიკერმა ანა მიქელაძემ კენჭისყრის პროცესში გამოვლენილ დარღვევებზე საუბრისას განაცხადა. როგორც მიქელაძემ აღნიშნა, შესაბამისი ინფორმაცია ცესკო-ს „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ" მიაწოდა. „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ” ცესკოს მიაწოდა ინფორმაცია, რომ ნაძალადევის 74-ე საარჩევნო უბანზე დამკვირვებლის სამკერდე ნიშნით, ბეიჯით, რომელიც არ იყო დადგენილი წესით გაცემული, იმყოფებოდა არაუფლებამოსილი პირი. გადამოწმების შედეგად აღნიშნული დადასტურდა და საუბნო საარჩევნო კომისიამ არაუფლებამოსილ პირს დაატოვებინა საარჩევნო უბანი”, - აღნიშნა მიქელაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევი და უკრაინის სხვა დიდი ქალაქები დაბომბა, დაიღუპა 7 ადამინი დაიჭრა 30
უკრაინამ შემოდგომაზე მოსკოვზე ბალისტიკური რაკეტებით დარტყმები გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)