|
2018-10-28 12:28:03, 945 ნახვა
პოლიტიკა
ცოდნისკარის მცხოვრები „ოცნების“ მხარდამჭერებს ზეწოლაში ადანაშაულებს
სამართლიანი არჩევნების (ISFED) ინფორმაციით, ცოდნისკარის მაცხოვრებლის,ნუნუ ჯორჯაძის არჩევანზე „ქართული ოცნების“ მხარდამჭერებმა ზემოქმედება მოახდინეს. ორგანიზაციაში აცხადებემ, რომ მათ აიძულებდნენ ხმა სალომე ზურაბიშვილისთვის მიეცათ. „სოფელ ცოდნისკარის მცხოვრებლები, ნუნუ ჯორჯაძე და თედო ხაჩიაშვილი, რომელთა ოჯახის წევრები სამხედრო მოსამსახურეები არიან, სავარაუდოდ „ქართული ოცნების“ კოორდინატორებს - ნანო ლომიძესა და ია ჯოხაძეს - ზეწოლაში ადანაშაულებენ. ჯორჯაძე ამბობს რომ ლომიძე და ჯოხაძე მათ ოჯახში მივიდნენ და მოსთხოვეს, ხმა სალომე ზურაბიშვილისთვის მიეცათ, წინააღმდეგ შემთხვევაში მის სამხედრო მოსამსახურე შვილს პრობლემები შეექმნებოდა. ჯორჯაძე ასევე აცხადებს, რომ „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებმა მას უთხრეს, რომ იგივე გადაეცა ხაჩიაშვილების ოჯახისთვის და ისიც გაეფრთხილებინა. ხაჩიაშვილების ოჯახის ორი შვილი სამხედრო მოსამსახურეა. გარდა ამისა, დამკვირვებლებისთვის სავარაუდო ზეწოლის შესახებ ინფორმაცია არჩევნების წინა ღამეს ცნობილი გახდა ასევე, გურჯაანისა და დედოფლისწყაროშიც“, - აღნიშნავენ ორგანიზაციაში.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევი და უკრაინის სხვა დიდი ქალაქები დაბომბა, დაიღუპა 7 ადამინი დაიჭრა 30
უკრაინამ შემოდგომაზე მოსკოვზე ბალისტიკური რაკეტებით დარტყმები გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)