|
2018-10-27 20:05:01, 3549 ნახვა
სხვადასხვა
სარესტრონო ბიზნესის წარმომადგენლები დახმარებას ითხოვენ
თამბაქოს კონტროლის კანონის საკომუნიკაციო პროგრამის ფარგლებში, რესტორატორთა ასოციაციის წევრებს, ე.წ. სამასპინძლო ბიზნესის წარმომადგენლებს, საკანონმდებლო ხელისუფლების, დაავადებათა კონტროლის ცენტრის, თამბაქოს კონტროლის ალიანსის წევრები და მედიის წარმომადგენლები შეხვდნენ. შეხვედრის მიზანი იყო უშუალოდ რესტორნების მეპატრონეებისგან შეეტყოთ ზამთრის სეზონზე გადასვლის შემდეგ თამბაქოს კონტროლის კანონის აღსრულების შედეგები, ამ პროცესს რაიმე სირთულეები მოჰყვა თუ არა, ან როგორ შეიძლება განვითარდეს პროცესები ზამთრის პერიოდში. რესტორნების მეპატრონეებმა შეხვედრაზე ერთხმად აღნიშნეს, რომ თამბაქოს კონტროლის კანონის აღსრულების შედეგებმა ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა და საზოგადოება გარეთ მოსაწევად ფაქტობრივად უყოყმანოდ გავიდა. ამიტომაც ისინი მიიჩნევენ, რომ კანონის აღსრულება არც ზამთარში შექმნის პრობლემებს, თუმცა, შესაძლოა, უმნიშვნელოდ მოიმატოს იმ მომხმარებელთა რაოდენობამ, რომელიც მოსაწევად ცივ ამინდებში გარეთ გასვლას გააპროტესტებს. რესტორნების მეპატრონეები უკმაყოფილებას გამოთქვამენ ბიუროკრატიული მექანიზმების გამო, რომელიც მათ რესტორნის მიმდებარედ, გარე სივრცის მოწყობის მცდელობის დროს ხვდებათ. „კვირაობით და თვეობით გაჭიანურებული პასუხი იმაზე, გარე სივრცეში გვაქვს თუ არა რამდენიმე მაგიდის დადგმის უფლება, მნიშვნელოვნად აფერხებს ჩვენს ბიზნესს.“ აცხადებენ მერესტორნეები. პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, აკაკი ზოიძემ მათ სთხოვა, ოფიციალური წერილით მიმართონ პარლამენტს და უშუამდგომლებს ამ პრობლემის მოგვარებაში. თამბაქოს კონტროლის ალიანსის განცხადებით, რომელიც კანონის აღსრულების მონიტორინგის პროცესსაც კურირებს, ზამთრის პერიოდში, მონიტორინგის პროცესი გაძლიერდება როგორც სამასპინძლო ბიზნესის კუთვნილ შენობებში, ყველა დახურულ სივრცეში, სადაც კანონით მოწევა დაუშვებელია.
კიევზე რუსული საჰაერო დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა
კუსტარული ნარკოლაბორატორია აღმოვაჩინეთ, ამოღებულია 7 კგ-მდე ნარკოტიკი - შსს [VIDEO]
უკრაინამ ნიჟნი ნოვგოროდის ოლქში ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას დაბომბა, რომელიც მოსკოვს საწვავით ამარაგებს
ბაქოს შემდეგ, ურსულა ფონ დერ ლაიენი ერევანში სამუშაო ვიზიტით ჩავიდა
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
კიევზე რუსული საჰაერო დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა
კიევში რუსეთის მასშტაბური საჰაერო დარტყმის შედეგად მრავალსართულიანი შენობები ჩამოინგრა, ათი ადამიანი დაიღუპა და 50-ზე მეტი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)