|
2018-10-26 17:08:21, 2371 ნახვა
სამართალი
უზენაესმა სასამართლომ, პოლიციის განყოფილების ყოფილი უფროსი სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებისთვის დამნაშავედ ცნო
საქართველოს უზენაესმა სასამართლომ სრულად დააკმაყოფილა ბრალდების მხარის მოთხოვნა და სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით გადამეტების ფაქტზე ვაკე-საბურთალოს შს სამმართველოს მე-5 განყოფილების ყოფილი უფროსი ლ.კ დამნაშავედ ცნო. როგორც „ექსპრესნიუსს“ პროკურატურიდან აცნობეს, სასამართლომ დადასტურებულად მიიჩნია ის ფაქტი, რომ 2015 წლის 8 ნოემბერს, საქართველოს შს სამინისტროს ქ.თბილისის მთავარი სამმართველოს ვაკე-საბურთალოს სამმართველოს მე-5 განყოფილების უფროსს ლ.კ.-ს შეკამათება მოუვიდა ამავე განყოფილებაში მისულ ადვოკატ გ.მ.-სთან, რომელმაც მისი დაცვის ქვეშ მყოფ არასრულწლოვანს დ.ბ-ს იურიდიული კონსულტაცია გაუწია და დუმილის უფლების არჩევა ურჩია. კამათის დროს ლ.კ.-მ ძალადობით გადაამეტა სამსახურებრივ უფლებამოსილებას და გ.მ-ს ჯანმრთელობის დაზიანება მიაყენა. „როგორც თბილისის საქალაქო, ისე თბილისის სააპელაციო სასამართლომ ნაწილობრივ გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ლ.კ. დამნაშავედ ცნო სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებაში, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის I ნაწილით და სასჯელის სახედ განუსაზღვრა ჯარიმა 12 000 ლარის ოდენობით, რაც სასჯელაღსრულების შესაბამის დაწესებულებაში ყოფნის ვადის გათვალისწინებით შეუმცირდა 2000 ლარით და საბოლოოდ განესაზღვრა ჯარიმა 10 000 ლარის ოდენობით. თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენი ბრალდების მხარემ საკასაციო წესით გაასაჩივრა. საქართველოს უზენაესმა სასამართლომ ლ.კ.-ს მიმართ გამამტყუნებელი განაჩენი სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მესამე ნაწილის „ბ" ქვეპუნქტით დაადგინა და სასჯელის სახედ და ზომად 5 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა. მას ასევე 1 წლით ჩამოართვა საქმიანობის უფლება. განაჩენის გამოცხადების შემდეგ ლ.კ. სასამართლო სხდომის დარბაზში დააკავეს“, - ნათქვამია განცხადებაში.
მაკა ბოჭორიშვილი მარკო რუბიოს მიწვევით ვაშინგტონში მინისტერიალში მიიღებს მონაწილეობას
პირს, რომელიც გორში დედა-შვილს დაეჯახა, პატიმრობა შეეფარდა
ენერგეტიკული კოლაფსი რუსეთში: უკრაინული დარტყმების ფონზე ,,გაზპრომმა” მუშაობა შეწყვიტა
ნაუსედა: ჩვენ გვაქვს სადაზვერვო ინფორმაცია, რომ რუსეთი ლიეტუვის ინფრასტრუქტურაზე თავდასხმებს გეგმავს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ოდესის სანაპიროსთან დაბომბეს გემი, რომელზეც აზერბაიჯანელები იმყოფებოდნენ
ზელენსკი უკრაინის პრემიერ-მინისტრს და ძალოვან მინისტრებს ცვლის
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)