|
2018-10-24 12:29:01, 1605 ნახვა
პოლიტიკა
საპრეზიდენტო არჩევნებს ეუთო-ს, ევროსაბჭოს და ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის 140-მდე წარმომადგენელი დააკვირდება
ეუთო-ს სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელის გერტ-ჰაინრიხ არენსის განცხადებით, საპრეზიდენტო არჩევნებს ეუთო-ს, ევროსაბჭოს და ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის 140-მდე წარმომადგენელი დააკვირდება. მისივე თქმით, არჩევნების მიმდინარეობს ევროპარლამენტარებიც დააკვირდებიან. "დემოკრატიული არჩევნებისთვის მნიშვნელოვანია, რომ პროცესი საერთაშორისო ვალდებულებების, ასევე კანონმდებლობის გათვალისწინებით ჩატარდეს. არჩევნებს ეუთოს, ევროსაბჭოს და ნატოს საპარალამენტო ასამბლეის 140-მდე წარმომადგენელი, ასევე ევროპარლამენტარები დააკვირდებიან. დამკვირვებელთა ჯგუფები დაესწრებიან ხმის მიცემისა და ბიულეტენების დათვლის პროცესს საარჩევნო უბნებში. ჩვენს წინასწარ ანგარიშს არჩევნების მეორე დღეს პრეს-კონფერენციაზე წარვადგენთ", - განაცხადა არენსმა. ცნობისთვის, ეუთო-ს ოდირის მისია საქართველოში გამართულ არჩევნებს 1999 წლიდან სისტემატურად აკვირდება.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევი და უკრაინის სხვა დიდი ქალაქები დაბომბა, დაიღუპა 7 ადამინი დაიჭრა 30
უკრაინამ შემოდგომაზე მოსკოვზე ბალისტიკური რაკეტებით დარტყმები გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)