|
2018-10-24 12:06:41, 1693 ნახვა
პოლიტიკა
ფაქისო მოჩოჩოკო: აგვისტოს ომის გამოძიება პოლიტიკური გავლენებისგან თავისუფალია
ჰააგის სისხლის სასამართლოს საპროკურორო ოფისის წარმომადგენლის ფაქისო მოჩოჩოკოს განცხადებით, აგვისტოს ომის გამოძიება პოლიტიკური ჩართულობისა და გავლენებისგან თავისუფალია, რაც საარჩევნოდ საქართველოში მიმდინარეობს. როგორც მოჩოჩოკომ აღნიშნა, სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო არის დამოუკიდებელი ორგანო, იგი აგროვებს ინფორმაციას დამოუკიდებლად, მიუკერძოებლად და ობიექტურად. „ეს არაა პოლიტიკური ინსტიტუტი, ამიტომ, რაც საქართველოში ხდება პოლიტიკურად, ეს მხოლოდ ხალხის საქმეა. ჩვენი გამოძიების პროცესზე არაფერი მოახდენს გავლენას, რადგან გამოძიება ობიექტური უნდა იყოს და მხოლოდ ფაქტებსა და კანონებს ეყრდნობოდეს. პროცესი თავისუფალი იქნება პოლიტიკური ჩართულობისა და გავლენებისგან, რაც შესაძლოა საარჩევნოდ საქართველოში მიმდინარეობს. მტკიცებულებები, რასაც მოვიპოვებთ, იმაზეა გათვლილი, რომ კონკრეტული პირების ბრალეულობა გამოკვეთოს და არა იმაზე, თუ ვინ დაიწყო ომი ან ვინ რას აკეთებდა ომში. ჩვენი საქმე ინდივიდუალურ კრიმინალურ პასუხისმგებლობას ეხება, ამიტომ ვეძებთ ფაქტებსა და მტკიცებულებებს კონკრეტულ ინდივიდებზე, პოლიტიკური განცხადებები არაა რელევანტური ჩვენი მიზნებისთვის“, – განაცხადა ფაქისო მოჩოჩოკომ. ინფორმაციას "საზოგადოებრივი მაუწყებელი" ავრცელებს.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევი და უკრაინის სხვა დიდი ქალაქები დაბომბა, დაიღუპა 7 ადამინი დაიჭრა 30
უკრაინამ შემოდგომაზე მოსკოვზე ბალისტიკური რაკეტებით დარტყმები გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)