14:58 - 05 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-06-11 09:26:40, 433 ნახვა

საზოგადოება
მეტეხის გვირაბის მიმდებარედ ორმხრივი მოძრაობა განახლდა

მეტეხის საგვირაბო კომპლექსის გაგრძელებაზე არსებულ ხიდებზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდა.

თბილისის მერიის ინფორმაციით, საავტომობილო მოძრაობა ორივე მიმართულებით აღდგენილია.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სსიპ „ხიდსაცდელი ცენტრის“ დასკვნით, აღნიშნული ობიექტი გადაუდებელ რეაბილიტაციას საჭიროებდა. კომპლექსს ჩაუტარდა სადეფორმაციო ნაკერების რეაბილიტაცია, ჰიდროიზოლაცია, ტროტუარების, მოაჯირებისა და გზის საფარის მოწყობა (4სმ ქვედა 3სმ ზედა ფენა წვრილმარცვლოვანი ასფალტ-ბეტონის საფარი, სულ 2600 მ2). შეკეთდა სანაპირო და შუალედური ბურჯები.

თბილისის მერიის კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურის დაკვეთით სამუშაოები შპს „კავკასუს როუდ პროჯექტმა“ განახორციელა. პროექტის საერთო ღირებულებამ 1 მილიონი ლარი შეადგინა.

სარეაბილიტაციო სამუშაოები 26 მარტს დაიწყო და 26 ივნისს უნდა დასრულებულიყო. კომპანიამ სამუშაოები 16 დღით ადრე დაასრულა. მეტეხის გვირაბის მიმდებარედ არსებული ხიდები სრულ ექსპლუატაციაში დღეიდან შევიდა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ჯ.დ. ვენსი: დიდი ხანია, რაც ბრიტანეთს საკუთარი ხელმძღვანელობა ღალატობს
თბილისის ანძა აშშ-ის დროშის ფერებში განათდა
კიევში, ამერიკის დამოუკიდებლობის 250-ე წლისთავის აღსანიშნავად, სამშობლოს მონუმენტი აშშ-ის დროშის ფერებში განათდა
აშშ-ში ექსტრემალურმა სიცხემ 25 ადამიანი იმსხვერპლა და 4 ივლისის აღნიშვნა ჩაშალა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics