|
2018-10-23 20:21:34, 1571 ნახვა
პოლიტიკა
ლინას ლინკევიჩიუსი: ლიეტუვა საქართველოს მხარდაჭერას გპირდებათ
„აუცილებელია საქართველოს მხარდაჭერა საერთაშორისო არენაზე და ლიეტუვა ამ მხარდაჭერას გპირდებათ", - ამის შესახებ ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრმა ლინას ლინკევიჩიუსმა, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან, დავით ზალკალიანთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა. „ჩვენ ვგმობთ რუსეთის მიერ საქართველოს მიმართ აგრესიული პოლიტიკის განხორციელებას და ოკუპირებულ ტერიტორიებზე მიმდინარე მილიტარიზაციის პროცესს. ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოს საერთაშორისო ორგანიზაციებში",- განაცხადა ლინას ლინკევიჩიუსმა. "მინდა ხაზი გავუსვა, რომ საქართველო არის ერთ-ერთი ყველაზე დიდი კონტრიბუტორი ნატოს ოპერაციებში, რომელშიც მონაწილეობს 900-მდე სამხედრო. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია საზოგადოების დამოკიდებულება, რომელიც იზიარებს ამ ღირებულებებს და ასე გამოხატავს ქვეყნის სწრაფვას გაწევრიანდეს ალიანსში",- განაცხადა ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრმა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევი და უკრაინის სხვა დიდი ქალაქები დაბომბა, დაიღუპა 7 ადამინი დაიჭრა 30
უკრაინამ შემოდგომაზე მოსკოვზე ბალისტიკური რაკეტებით დარტყმები გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)