14:58 - 05 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-06-11 09:24:06, 460 ნახვა

საზოგადოება
არჩილ ხაბაძემ საერთაშორისო მრავალფუნქციური უნივერსიტეტი „ბაუ გლობალ“-სი გახსნა

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ არჩილ ხაბაძემ ბათუმში გენერალ ასლან აბაშიძის ქუჩის N14-ში  მდებარე საერთაშორისო მრავალფუნქციური  უნივერსიტეტი  „ბაუ გლობალ“-სი გახსნა.

აჭარის მთავრობის პრესსამსახურის ინფორმაციით, გახსნის ცერემონიალს არჩილ ხაბაძესთან ერთად თურქეთის რესპუბლიკის ელჩი საქართველოში - ზექი ლევენთ გუმრუქჩუ,  „ბაუ ინთერნეიშენალ უნივერსითი ბათუმის“ რექტორი - ისმეთ დინდარი, „ბაუ გლობალის“ თავმჯდომარე - ენვერ იუჯელი და მოწვეული სტუმრები დაესწრნენ.

უნივერსიტეტის მშენებლობა 2013 წელს დაიწყო. ამ დროისათვის დასაქმებულია 100-მდე ადამიანი. სულ კლინიკისა და უნივერსიტეტის მშენებლობაზე დაიხარჯა 45 მილიონი აშშ დოლარი.

„ბაუ“-ს სტუდენტებს შესაძლებლობა ექნებათ მიიღონ მონაწილეობა გაცვლით პროგრამებში Bau Global-ის ქსელში არსებულ უნივერსიტეტებში. უნივერსიტეტს გააჩნია კლინიკური ბაზა - ბათუმის საერთაშორისო საუნივერსიტეტო ჰოსპიტალი, რომელიც მდებარეობს უნივერსიტეტის შენობაში, სადაც სტუდენტებს შეეძლებათ პრაქტიკული მეცადიონეობების გავლა. სამედიცინო ფაკულტეტი პირველ ეტაპზე გათვლილია 50 სტუდენტზე (6 კურსის განმავლობაში 350 სტუდენტის მიღებაა შესაძლებელი).  

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ჯ.დ. ვენსი: დიდი ხანია, რაც ბრიტანეთს საკუთარი ხელმძღვანელობა ღალატობს
თბილისის ანძა აშშ-ის დროშის ფერებში განათდა
კიევში, ამერიკის დამოუკიდებლობის 250-ე წლისთავის აღსანიშნავად, სამშობლოს მონუმენტი აშშ-ის დროშის ფერებში განათდა
აშშ-ში ექსტრემალურმა სიცხემ 25 ადამიანი იმსხვერპლა და 4 ივლისის აღნიშვნა ჩაშალა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics