|
2018-10-23 16:42:34, 991 ნახვა
რეგიონი
თორნიკე რიჟვაძე ქობულეთში კვლევითი ინსტიტუტის მშენებლობის პროცესს გაეცნო
ქობულეთში ფიტოპათოლოგიისა და ბიომრავალფეროვნების კვლევითი ინსტიტუტის ახალი ცენტრის მშენებლობის პროცესს აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე ადგილზე გაეცნო. ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაზაზე არსებული ქობულეთის ფიტოპათოლოგიისა და ბიომრავალფეროვნების ინსტიტუტში ქვეყნისთვის სტრატეგიული მნიშვნელობის კვლევები განხორციელდება მცენარეთა დაცვისა და სურსათუვნებლობის მიმართულებით. კვლევითი ინსტიტუტის სამსართულიანი შენობა მთლიანად შეესაბამება საერთაშორისო სტანდარტებს და ითვალისწინებს კვლევითი სფეროს სპეციფიკისთვის საჭირო ინფრასტრუქტურას. შენობა ადაპტირებულია შშმ პირებისთვის. ენერგოეფექტურობის პრინციპებიდან გამომდინარე გამოყენებულია ინოვაციური საშენი მასალა. „განათლება ჩვენი მთავრობის გაცხადებული პრიორიტეტია და ვფიქრობ, რომ განათლებაში და მეცნიერებაში ჩადებული ინვესტიცია უმნიშვნელოვანესია როგორც ქვეყნის, ისე რეგიონის განვითარებისთვის. მნიშვნელოვანია, რომ სტუდენტებს, მეცნიერებს, მკვლევარებს შესაძლებლობა მიეცემათ ქვეყნისთვის სტრატეგიული მნიშვნელობის კვლევები მცენარეთა დაცვისა და სურსათუვნებლობის მიმართულებით ახალი ტექნოლოგიების გამოყენებით, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად აღჭურვილ ცენტრში განახორციელონ"- აღნიშნა თორნიკე რიჟვაძემ. პროექტისათვის 1 მილიონ 600 ათასი ლარია გათვალისწინებული. აქედან, 810 700 ათასი ლარი ფინანსდება აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს პროგრამით. მშენებლობა ქობულეთში დაახლოებით 5 ჰექტარ მიწის ნაკვეთზე მიმდინარეობს, რომელიც აჭარის ა.რ. მთავრობამ უნივერსიტეტს 2014 წელს გადასცა. კვლევითი ცენტრის მშენებლობა 2017 წელს დაიწყო და მიმდინარე წლის დეკემბერში დასრულდება. ცენტრის მშენებლობა მთავრობის თავმჯდომარესთან ერთად, აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა ინგა შამილიშვილმა, ბსუ-ს რექტორმა მერაბ ხალვაშმა და კვლევითი ცენტრის დირექტორმა გურამ მემარნემ დაათვალიერეს.
(NS)
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმები მშვიდობას აახლოებს
რუსეთის უდიდესმა ნავთობგადამამუშავებელმა ქარხანამ დრონებით თავდასხმის შემდეგ მუშაობა შეაჩერა
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანკარაში განაცხადა, რომ კიევი მზადაა რუსეთთან „უპირობო ცეცხლის შეწყვეტისთვის“
რუტე: მომავალი წლისთვის ალიანსს ექნება შესაძლებლობა, ყოველწლიურად 4 მლნ-მდე ჭურვი აწარმოოს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანკარაში განაცხადა, რომ კიევი მზადაა რუსეთთან „უპირობო ცეცხლის შეწყვეტისთვის“
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)