|
2015-06-10 17:42:21, 554 ნახვა
პოლიტიკა
არჩილ ყარაულაშვილი ნატო-ს სახალხო დიპლომატიის განყოფილების ჩართულობის დანაყოფის ხელმძღვანელს შეხვდა
ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის პირველმა მოადგილემ არჩილ ყარაულაშვილმა ნატო-ს სახალხო დიპლომატიის განყოფილების ჩართულობის დანაყოფის ხელმძღვანელთან გერლინდე ნიჰუსთან შეხვედრა გამართა. შეხვედრაზე სახელმწიფო მინისტრის პირველმა მოადგილემ ყურადღება გაამახვილა საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიმართულებით არსებულ პრიორიტეტებზე და იმ გამოწვევებზე, რაც საქართველოში გაძლიერებულ ანტიდასავლურ პროპაგანდას უკავშირდება. მხარეებმა დეტალურად ისაუბრეს საქართველოსა და ნატო-ს შორის სტრატეგიული კომუნიკაციის კუთხით გადასადგმელ კონკრეტულ ნაბიჯებზე და სამომავლო თანამშრომლობის მიმართულებები დასახეს. თავის მხრივ, გერლინდე ნიჰუსმა ქართულ მხარეს ნატო-ს სახალხო დიპლომატიის განყოფილების მხარდაჭერა აღუთქვა.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)