|
2015-06-10 17:18:54, 852 ნახვა
ეკონომიკა
საუდის არაბეთის პრინცი საქართველოს საინვესტიციო შესაძლებლობებს გაეცნობა
საქართველოს პრემიერ-მინისტრის მოწვევით, თბილისს საუდის არაბეთის პრინცი,ალ ვალიდ ბინ ტალალ ბინ აბდულ აზიზ ალ საუდი ეწვია. ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში საპატიო სტუმარს საქართველოს ვიცე-პრემიერი გიორგი კვირიკაშვილი დახვდა. ვიზიტის ფარგლებში საუდის პრინცი ალ ვალიდ ბინ ტალალ ბინ აბდულ აზიზ ალ საუდი პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს შეხვდება. ასევე დაგეგმილია, რომ საპატიო სტუმარი საინვესტიციო ობიექტებს დაათვალიერებს. საქართველოს ვიცე-პრემიერის, გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, საუდის პრინცი ალ-ვალიდი, რომელიც არის საუდის არაბეთის Kingdom Holding-ის მფლობელი, მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი ინვესტორი და არაბეთის სამყაროს ყველაზე შეძლებული ბიზნესმენია. გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, ვიზიტი ძალიან მნიშვნელოვანია და მისი მსვლელობის დროს, ქართული მხარე გეგმავს საპატიო სტუმარს საქართველოს საინვესტიციო შესაძლებლობები გააცნოს. როგორც ვიცე-პრემიერმა აღნიშნა, პრინც ალ-ვალიდის ჰოლდინგი რამდენიმე სფეროს მოიცავს, მათ შორისაა სასტუმროების ბიზნესი, კომუნიკაციები, სოფლის მეურნეობა, გართობის ინდუსტრია და ა.შ. ვიზიტის დასასრულს, მაღალი რანგის სტუმარს, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ოფიციალურ ვახშამზე უმასპინძლებს.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
კიევზე რუსული საჰაერო დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა
კიევში რუსეთის მასშტაბური საჰაერო დარტყმის შედეგად მრავალსართულიანი შენობები ჩამოინგრა, ათი ადამიანი დაიღუპა და 50-ზე მეტი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)