|
2018-10-17 13:29:40, 592 ნახვა
რეგიონი
თორნიკე რიჟვაძე საერთაშორისო ახალგაზრდულ ფორუმს დაესწრო
აჭარის ა/რ მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე აჭარის ა/რ განათლების და კულტურისა და სპორტის მინისტრ ინგა შამილიშვილთან ერთად ჩაქვში, სასტუმრო ,,ოაზისში" საერთაშორისო ახალგაზრდულ ფორუმს - "ევროპული გამოცდილება ახალგაზრდული განვითარებისათვის" დაესწრო. თორნიკე რიჟვაძემ ფორუმის მონაწილეებს სიტყვით მიმართა და აღნიშნა, რომ ახალგაზრდობა და განათლება სამთავრობო ხედვის პრიორიტეტია და მათი ჩართულობა ქვეყნის ცხოვრებასა და საზოგადოებრივ პროცესებში მნიშვნელოვანია. ,,განათლების კუთხით გვაქვს ძალიან დინამიური და ამბიციური რეფორმის გეგმა, რისი განხორციელების შედეგად მივიღებთ განათლებულ ახალგაზრდობას და ხარისხის კუთხით გაუმჯობესებულ საგანმანათლებლო სისტემას. განათლების ხელმისაწვდომობის კუთხით ძალიან ბევრი პროგრამა მუშაობს როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარეთ. ვფიქრობთ, რომ ეს ყველაფერი დივერსიფიცირებას საჭიროებს. ახალგაზრდებს ყველა პირობა უნდა შევუქმნათ იმისთვის, რომ განათლება მიიღონ როგორც ევროპაში, ისე მსოფლიოს სხვადასხვა გეოგრაფიულ არეალში და საქართველოში ჩამოიტანონ ინოვაციური ხედვა, რაც ჩვენს ქვეყანას ასე სჭირდება,"- აღნიშნა თორნიკე რიჟვაძემ. შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა. ახალგაზრდა დელეგატებს საშუალება ჰქონდათ მიეღოთ პასუხები მათთვის საინტერესო საკითხებთან დაკავშირებით. საერთაშორისო ახალგაზრდული ფორუმს საფუძველი აჭარის ა.რ. სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა დეპარტამენტის ინიციატივით ჩაეყარა და იგი წელს მესამედ იმართება. ფორუმის მიზანია ახალგაზრდული სფეროს განვითარება რეგიონში, ამ სფეროში მომუშავე საერთაშორისო ორგანიზაციების გამოცდილების გაზიარება და ერთობლივი პროექტების შემუშავება. ღონისძიების მონაწილეები არიან ახალგაზრდები საერთაშორისო და ადგილობრივი სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციებიდან. ასევე, აჭარაში არსებული უმაღლესი სასწავლებლების წარჩინებული მოსწავლეები - სულ 6 ქვეყნის 50-მდე ახალგაზრდა.
(NS)
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანკარაში განაცხადა, რომ კიევი მზადაა რუსეთთან „უპირობო ცეცხლის შეწყვეტისთვის“
რუტე: მომავალი წლისთვის ალიანსს ექნება შესაძლებლობა, ყოველწლიურად 4 მლნ-მდე ჭურვი აწარმოოს
დონალდ ტრამპი ანკარაში ჩავიდა
პაპუაშვილი: ევროკავშირს აღარ აქვს ფუფუნება, საკუთარ თავს კვლავ ექსკლუზიურ კლუბად აღიქვამდეს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანკარაში განაცხადა, რომ კიევი მზადაა რუსეთთან „უპირობო ცეცხლის შეწყვეტისთვის“
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)