21:04 - 15 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-10-15 12:13:45, 1483 ნახვა

სამართალი
პანკისში, არჩვზე უკანონო ნადირობის ფაქტი გამოვლინდა

პანკისის ხეობაში, არჩვზე უკანონო ნადირობის ფაქტი გამოვლინდა.

ამის შესახებ გარემოს ზედამხედველობის დეპარტამენტის განცხადებაშია აღნიშნული:

„პანკისის ხეობაში, ხადორჰესის მიმდებარე ტერიტორიაზე, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებისა და შსს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის ახმეტის რაიონული სამმართველოს თანამშრომლების მიერ გადამოწმების მიზნით, გაჩერებულნი იქნენ მოქალაქეები, რომლებსაც აღმოაჩნდათ რეგისტრირებული ცეცხლსასროლი იარაღი, ჩეზეს მარკის 3 ცალი შაშხანა, სავარაუდოდ საბრძოლო ვაზნებით და ასევე მოკლული და დანაწევრებული 1 ერთეული მამალი არჩვი.

შემდგომი გადამოწმებით დადგინდა, რომ მოქალაქეები ბ.ქ., ა.ბ. და ვ.ნ. ეროვნული სატყეო სააგენტოს თანამშრომლები იყვნენ. ფაქტის გამოვლენის შემდგომ, მათ დაკავებული თანამდებობები, პირადი განცხადების საფუძველზე დატოვეს. არჩვი საქართველოს წითელი ნუსხით დაცული სახეობაა და მისი მოკვლის შემთხვევაში, გარემოსათვის მიყენებული ზიანის ოდენობა 30 000 ლარს შეადგენს. 

​საქმის მასალები შემდგომი რეაგირების მიზნით, გადაეგზავნება შინაგან საქმეთა სამინისტროს“, - ნათქვამია დეპარტამენტის განცხადებაში.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ენერგეტიკული კოლაფსი რუსეთში: უკრაინული დარტყმების ფონზე ,,გაზპრომმა” მუშაობა შეწყვიტა
ნაუსედა: ჩვენ გვაქვს სადაზვერვო ინფორმაცია, რომ რუსეთი ლიეტუვის ინფრასტრუქტურაზე თავდასხმებს გეგმავს
დღეს უკრაინის სახელმწიფოებრიობის დღეა - კიევი საერთაშორისო პარტნიორებს მასპინძლობს
ზურა ჯაფარიძეს ავტომობილი დაეჯახა - პოლიტიკოსი კლინიკაშია გადაყვანილი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics