21:04 - 15 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-10-15 09:21:50, 1613 ნახვა

სამართალი
მერაბიშვილი: რომ ვიცოდე, ხვალ მომწამლავენ და გამაფრთხილეს, ეს მაინც ვერ გამტეხდა

„მე რომ ვიცოდე, ხვალ მომწამლავენ და გამაფრთხილეს, ეს მე მაინც ვერ გამტეხდა და არ შემაცვლევინებდა ჩემს პრინციპებს“, - ამის შესახებ ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ვანო მერაბიშვილმა, „რუსთავი 2“-თან ინტერვიუში განაცხადა.

მან საკუთარი ჯანმრთელობის მდგომარეობასა და მოწამვლის შესაძლო ვერსიებზე ისაუბრა:

„ჩემი მეგობრები, ზოგი დარწმუნებულია და ზოგს ეჭვი აქვს, რომ სწორედ მოწამვლას შეიძლება ჰქონდეს ადგილი, იმიტომ, რომ ერთ-ერთი მიზეზი დაავადების სიმპრომებისა არის ინტოქსიკაცია. მე სიმპტომებს როდესაც მეუბნებიან, მეუბნებიან, რომ ამის გამომწვევი მიზეზი არის ინფექცია, რომლის კვალიც დადგენილი არ არის. სწორედ მათი სიტყვები იწვევს გარკვეულ ეჭვს ჩემს მეგობრებში.

თუ ვიღაც ჩემს მოწამვლას აპირებდა, დარწმუნებული ვარ, რომ მარტივი დარიშხანით ან მსგავსი საწამლავით არ მომწამლავენ, იმიტომ რომ მისი სიმპტომები ადვილად დასადგენია. ალბათ საზოგადოებისთვის ცნობილია რამდენი საუბარი მიდის ნერვულად პარალიზებაზე, საწამლავზე და ა.შ. საერთოდ მსგავს მოწამვლას თუ ექნებოდა ადგილი, მისი დადგენა ძალიან რთული იქნებოდა.

თუ გახსოვთ, უკრაინის ყოფილი პრეზიდენტი იუშენკო როდესაც მოწამლეს, მიუხედავად იმისა, რომ მან მკურნალობა გაიარა მოწინავე კლინიკებშ, დღემდე არ არის დადგენილი მოწამვლის საშუალება. მაგრამ მთავარი ეს არ არის, მთავარია ის არის, მე რომ ვიცოდე, რომ ხვალ მომწამლავენ და გამაფრთხილეს, ეს მე მაინც ვერ გამტეხდა და არ შემაცვლევინებდა ჩემს პრინციპებს. მსგავსი რაღაცებისთვის მზად ვარ. როდესაც ადამიანი ირჩევ აქტიურ პოლიტიკას და გარგუნა ბედმა, რომ იყო ლიდერებს შორის, მზად უნდა იყო ყველაფრისთვის. მოწამვლა და სხვა ტიპის საფრთხეები ჩვეულებრივი საფრთხეებია,“, - განაცხადა ვანო მერაბიშვილმა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ენერგეტიკული კოლაფსი რუსეთში: უკრაინული დარტყმების ფონზე ,,გაზპრომმა” მუშაობა შეწყვიტა
ნაუსედა: ჩვენ გვაქვს სადაზვერვო ინფორმაცია, რომ რუსეთი ლიეტუვის ინფრასტრუქტურაზე თავდასხმებს გეგმავს
დღეს უკრაინის სახელმწიფოებრიობის დღეა - კიევი საერთაშორისო პარტნიორებს მასპინძლობს
ზურა ჯაფარიძეს ავტომობილი დაეჯახა - პოლიტიკოსი კლინიკაშია გადაყვანილი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics