20:34 - 15 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-10-13 14:23:29, 2109 ნახვა

სამართალი
ყაჩაღობისთვის ბრალდებულს 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ყაჩაღობისთვის ბრალდებული ვ.ა. დამნაშავედ ცნო, - ამის შესახებ „ექსპრესნიუსს“ პროკურატურიდან აცნობეს.

 უწყების ცნობით, სასამართლოში წარდგენილი მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2018 წლის 22 იანვარს, ვ.ა.-მ სხვა პირთან ერთად, წინასწარი შეთანხმებით უკანონოდ შეაღწია ქ.თბილისში მ.ძ-ს საცხოვრებელ ბინაში. თავდამსხმელებმა იარაღის გამოყენებით, სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის საშიში ძალადობის მუქარით დაზარალებულს  390 ლარი გასტაცეს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ.

„სამართალდამცველებმა ვ.ა. 2018 წლის 29 იანვარს თბილისში დააკავეს. მას ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ'' და მე-3 ნაწილის ,,ბ'' ქვეპუნქტებით (ყაჩაღობა, ჩადენილი ჯგუფურად, ბინაში უკანონო შეღწევით) წარედგინა, ხოლო აღკვეთის ღონისძიების სახით შეეფარდა პატიმრობა.

თბილისის საქალაქო სასამართლომ ვ.ა. დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად 9 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა“, -აღნიშნულია პროკურატურის განცხადებაში.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ენერგეტიკული კოლაფსი რუსეთში: უკრაინული დარტყმების ფონზე ,,გაზპრომმა” მუშაობა შეწყვიტა
ნაუსედა: ჩვენ გვაქვს სადაზვერვო ინფორმაცია, რომ რუსეთი ლიეტუვის ინფრასტრუქტურაზე თავდასხმებს გეგმავს
დღეს უკრაინის სახელმწიფოებრიობის დღეა - კიევი საერთაშორისო პარტნიორებს მასპინძლობს
ზურა ჯაფარიძეს ავტომობილი დაეჯახა - პოლიტიკოსი კლინიკაშია გადაყვანილი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics