|
2018-10-10 16:42:04, 1597 ნახვა
პოლიტიკა
ნათია მეზვრიშვილი NDI-ის და OSCE/ODHIR-ის წარმომადგენლებს შეხვდა
შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე, ნათია მეზვრიშვილი არჩევნებზე საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიების - NDI-ის და OSCE/ODHIR-ის წარმომადგენლებს შეხვდა. მინისტრის მოადგილემ საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს ინფორმაცია მიაწოდა წინასაარჩევნო პერიოდში და არჩევნების დღეს, საზოგადოებრივი წესრიგისა და უსაფრთხოების დაცვის მიზნით, არჩევნების დემოკრატიულ და მშვიდ გარემოში ჩატარების უზრუნველსაყოფად, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ განხორციელებული აქტივობებისა და განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ. შეხვედრის მონაწილეებმა იმ სისხლის სამართლის საქმეებზე მიმდინარე გამოძიების თაობაზე ისაუბრეს, რომლებიც რაიმე ფორმით უკავშირდება არჩევნებს, ან/და სადაც დანაშაული დაკავშირებულია ამა თუ იმ პირის პოლიტიკურ საქმიანობასთან. საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს ასევე, მიეწოდათ დეტალური ინფორმაცია აღნიშნულ საქმეებზე გამოძიების შედეგების შესახებ. სამინისტროს წარმომადგენელმა ხაზი გაუსვა პოლიტიკური ნეიტრალიტეტის პრინციპის დაცვის მნიშვნელობას, როგორც საპოლიციო ღონისძიებების განხორციელების, ასევე, კონკრეტულ ფაქტებზე გამოძიების მიმდინარეობისას.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევი და უკრაინის სხვა დიდი ქალაქები დაბომბა, დაიღუპა 7 ადამინი დაიჭრა 30
უკრაინამ შემოდგომაზე მოსკოვზე ბალისტიკური რაკეტებით დარტყმები გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)