|
2018-10-10 15:31:48, 1799 ნახვა
პოლიტიკა
ოქტომბერში სალომე ზურაბიშვილმა შემოწირულობის სახით 1.5 მილიონ ლარზე მეტი მიიღო
ოქტომბერში "ქართული ოცნების" მხარდაჭერმა, პრეზიდენტობის კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა შემოწირულობის სახით, 1 562 782 ლარი მიიღო. აღსანიშნავია, რომ ეს თანხა ოქტომბერში მთლიანო შემოწირულობის 95,6 პროცენტია.პრეზიდენტობის კანდიდატს თანხა სულ 91 პირმა შესწირა. შემომწირველებს შორისაა კომპანია RMG Copper-ის ყოფილი აღმასრულებელი დირექტორი დავით ბალანჩივაძეა, რომელმაც სალომე ზურაბიშვილს 55 ათასი ლარი 9 ოქტომბერს შესწირა. აგრეთვე, ზურაბიშვილს შემოწირულობის სახით 50 ათასი ლარი "ქართული ოცნებიდან" გორის მაჟორიტარმა იოსებ მაკრახიძემ გადაურიცხა. მანამდე ზურაბიშვილს თბილისის მერმა კახა კალაძემ (50 ათასი ლარი) და ყოფილი პრემიერ-მინისტრის ბიძინა ივანიშვილის ძმამ შესწირეს. ყველაზე დიდი თანხა, რომელიც პრეზიდენტობის კანდიდატმა შემოწირულობის გზით მიიღო 60 ათას ლარს შეადგენს, ხოლო ყველაზე მცირე 30 თეთრია, რომელიც მის წინააღმდეგ დაწყებული კამპანიის ფარგლებში მოქალაქეებმა ჩარიცხეს.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევი და უკრაინის სხვა დიდი ქალაქები დაბომბა, დაიღუპა 7 ადამინი დაიჭრა 30
უკრაინამ შემოდგომაზე მოსკოვზე ბალისტიკური რაკეტებით დარტყმები გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)