18:06 - 07 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-10-10 12:14:40, 651 ნახვა

რეგიონი
თელავის მუსიკის საერთაშორისო ფესტივალის ორგანიზატორებმა „გოგონათა კლუბის“ წევრებს უმასპინძლეს

თელავის მუსიკის საერთაშორისო ფესტივალის ორგანიზატორებმა იუსტიციის სამინისტროს სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრის“ ბენეფიციარებს წინანდალში, ალექსანდრე ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმში უმასპინძლეს.

პროგრამა „გოგონათა კლუბის" წევრებმა დაათვალიერეს მუზეუმის დარბაზები, იქ დაცული ექსპონატები, წინანდლის ბაღი. მოზარდებისთვის ღია ცის ქვეშ გაიმართა ლექცია-კონცერტი. სიმებიანი კვარტეტის „იბერის" მუსიკოსებმა ქართველი და უცხოელი კლასიკოსი კომპოზიტორების მიერ შექმნილი ნაწარმოებები შეასრულეს. გოგონებმა  მოისმინეს  საინტერესო ამბები ფესტივალისა და კლასიკური მუსიკის ისტორიიდან.

სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრის“ დირექტორმა თათია ხოჭოლავამ ფესტივალის ორგანიზატორებს თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადა. მსგავსი შემეცნებით-კულტურული ღონისძიებები იუსტიციის მინისტრსა და სსიპ „კლასიკური მუსიკის დაცვის, განვითარებისა და პოპულარიზაციის ცენტრს" შორის გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში იმართება. აქცენტი კეთდება მედიაციის სახლის ბენეფიციარებზე, სოციალურად დაუცველ არასრულწლოვან გოგონებზე. „გოგონათა კლუბი“ სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრის“ ბაზაზე არსებული მედიაციის  სახლში ფუნქციონირებს და ახალგაზრდებს თავისუფალი დროის ნაყოფიერად და საინტერესოდ გატარების შესაძლებლობას აძლევს.

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
რუტე: მომავალი წლისთვის ალიანსს ექნება შესაძლებლობა, ყოველწლიურად 4 მლნ-მდე ჭურვი აწარმოოს
დონალდ ტრამპი ანკარაში ჩავიდა
პაპუაშვილი: ევროკავშირს აღარ აქვს ფუფუნება, საკუთარ თავს კვლავ ექსკლუზიურ კლუბად აღიქვამდეს
დეპარტამენტი: ავტობანის ლანჩხუთი-ლესას მონაკვეთი 9 ივლისამდე ჩაიკეტება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics