01:26 - 15 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-10-09 14:33:52, 1289 ნახვა

კომენტარი
ჯაფარიძე: „ნაცმოძრაობის“ წევრები მოსაწევს გვთხოვდნენ - პოლიტსაბჭოს ნახევართან მაქვს მოწეული

"გირჩის" პრეზიდენტობის კანდიდატი ზურაბ ჯაფარიძე პარტია "ნაციონალურ მოძრაობას" კანაფის თემით პოლიტიკური დივიდენდების მოპოვებაში ადანაშაულებს. 

ჯაფარიძის თქმით, "ნაციონალური მოძრაობის" წევრები ფარისევლები არიან, რადგან მათთან ერთად მისივე მტკიცებით, არაერთხელ მოუწევია.

"ენმ-ამ საარჩევნო დროშად აქცია კანაფის თემა. იდეებისგან სრულიად დაცლილმა და დაღმართზე ტემპ-აკრეფილმა პარტიამ გადაწყვიტა ამ თემით მოახდინოს პოლიტიკური დივიდენდების მოპოვება და საპატრიარქოსთან ჩახუტება. "კონსტიტუციაში ჩაიწეროს", "კანაფის რესპუბლიკა", "დემოგრაფია" თვალსა და ხელს შუა გადაიქცნენ კოლექტიურ სოფო კილაძეებად. ჰოდა, ვინც ამ ფარისეველ ხალხს უსმენთ: ენმ-ის ნახევარ პოლიტსაბჭოსთან ერთად მაქვს მოწეული, თან არაერთხელ, მათ შორის იმათთანაც ვინც დღეს ყველაზე აქტიურად ითხოვენ "მომავალი თაობის გადარჩენას" კანაფისგან. იმ 2 წლის განმავლობაში, როცა მაგ პარტიაში ვიყავი, არაერთი პოლიტსაბჭოს წევრი გვთხოვდა მოსაწევს თითქმის რეგულარულად (ვაძლევდით ან ვაწევინებდით ცხადია). რამდენიმე წევრი სახლში ზრდიდა და სავარაუდოდ დღესაც ზრდის კანაფს პირადი მოხმარებისთვის (აქეთაც გვაწევინებდნენ). ეგეთი ხალხი არიან - ძალაუფლების ხელში ჩაგდების გულისთვის მზად არიან საკუთარი პრეზიდენტობის კანდიდატის მხრიდან "პედოფილის" დაძახება აიტანონ.  მერე ძმაკაცებთან ერთად მოწიონ და იბაზრონ კაცობაზე, ძმობაზე და გაგებაზე", - წერს პრეზიდენტობის კანდიდატი. 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ტრამპი: ერაყში მეტი ჯარისკაცი არ გვჭირდება
ზელენსკი: თუ პუტინი უკრაინაში წარმატებას მიაღწევს, ახალი ქვეყნების დაპყრობას შეეცდება
ტრამპი: რუსეთის წინააღმდეგ სანქციების კანონპროექტს შესაძლოა ირანი და ჰეზბოლა დაემატოს
რუსეთმა განაცხადა, რომ საქართველო სატვირთო მანქანების გავლას ზემო ლარსის საკონტროლო-გამშვებ პუნქტზე ბლოკავს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics