|
2018-10-09 14:27:29, 1356 ნახვა
პოლიტიკა
ემანუელ მაკრონი საქართველოს არ ეწვევა - ვიზიტი ბაქოში და ერევანში შედგება
საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი 11-12 ოქტომბერს ერავნში დაგეგმილ ფრანკოფონიის სამიტს დაესწრება. გარდა ამისა, მაკრონი აზერბაიჯანშიც ჩავა, სადაც არსებული ინფორმაციით, მთიანი ყარაბაღის საკითხს განიხილავენ. რაც შეეხება საქართველოს, საფრანგეთის პრეზიდენტის ვიზიტი თბილისში ჯერჯერობით არ იგეგმება. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესისა და ინფორმაციის დეპარტამენტში აცხადებენ, რომ მაღალი დონის ვიზიტზე მუშაობა დიპლომატიური არხებით გაგრძელდება. "ეს არ გახლავთ საფრანგეთის პრეზიდენტის რეგიონალური ვიზიტი, იგი ერევანს ესტუმრება ფრანკოფონიის საერთაშორისო სამიტთან დაკავშირებით. ჩვენ საფრანგეთთან გვაქვს უაღრესად წარმატებული ორმხრივი ურთიერთობების დინამიკა , მათ შორის უმაღლეს დონეზე შეხვედრები, რისი დასტურიც იყო უმაღლეს დონეზე შეხვედრა ბრიუსელის ნატოს სამიტის ფარგლებში, სადაც აღინიშნა, რომ მაღალი დონის ვიზიტზე მუშაობა გაგრძელდება დიპლომატიური არხებით", - აცხადებენ დეპარტამენტში.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევი და უკრაინის სხვა დიდი ქალაქები დაბომბა, დაიღუპა 7 ადამინი დაიჭრა 30
უკრაინამ შემოდგომაზე მოსკოვზე ბალისტიკური რაკეტებით დარტყმები გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)