|
2018-10-08 13:59:54, 1372 ნახვა
პოლიტიკა
ზურაბიშვილი: ეს არის ქიზიყი - აქ თავისუფლად ვგრძნობ თავს და ამ კუთხის შესატყვისი პრეზიდენტი ვიქნები
საქართველოს დამოუკიდებელი საპრეზიდენტო კანდიდატი, სალომე ზურაბიშვილი რეგიონებში მოსახლეობასთან წინასაარჩევნო შეხვედრებს განაგრძობს. დღეს, სალომე ზურაბიშვილი კახეთის რეგიონში სიღნაღში და დედოფლისწყაროში მცხოვრებ მოსახლეობას ხვდება. „ეს არის ქიზიყი, შესაბამისად, აქ სიღნაღში თავისუფალი, დამოუკიდებელი, სიმართლის მთქმელი ხალხი ცხოვრობს, ამდენად ძალიან თავისუფლად ვგრძნობ თავს და მომავალში ამ კუთხის შესატყვისი პრეზიდენტი ვიქნები, თავისუფლების, დამოუკიდებლობისა და სიმართლის თქმის თვალსაზრისით"- განაცხადა სიღნაღში ამომრჩეველთან შეხვედრისას სალომე ზურაბიშვილმა. შეხვედრას საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი, დავით სერგეენკო და საპარლამენტო უმრავლესობის წევრები, ირაკლი სესიაშვილი და ირაკლი შიოლაშვილი დაესწრნენ.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევი და უკრაინის სხვა დიდი ქალაქები დაბომბა, დაიღუპა 7 ადამინი დაიჭრა 30
უკრაინამ შემოდგომაზე მოსკოვზე ბალისტიკური რაკეტებით დარტყმები გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)